ელიზბარ ერისთავი

(გადამისამართდა გვერდიდან ერისთავი, ელიზბარ (ერისთვისშვილი))
ტერმინს „ერისთავი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ელიზბარ გიორგის ძე ერისთავი (ერისთვისშვილი) (დ. 1751 ― გ. 13 აგვისტო, 1826; მარი ბროსეს მიხედვით: 1738―1813) — ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, ძე გიორგი ქსნის ერისთავისა. ნიკოლოზ დადიანის გადმოცემით — სოლომონ მეფის სიძე[1].

1777 წელს მონაწილეობა მიიღო ქსნის ერისთავთა აჯანყებაში ერეკლე II-ის წინააღმდეგ, გამაგრებული იყო ფოხალას ციხეში, თუმცა ბრძოლას ჯერ კიდევ მამის საბოლოო დამარცხებამდე გამოეთიშა და თავი იმერეთის სამეფოს შეაფარა. ბესიკთან ერთად დიდი გავლენა ჰქონდა იმერეთის სამეფო კარზე; ცოლად ჰყავდა სოლომონ I-ის ქალიშვილი მარიამი (1769-1845). სოლომონ II-ის გამეფების შემდეგ იმერეთი დატოვა და თავის მამულში, ბელოთში დაბრუნდა, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. ერისთავი ბესიკის სკოლის წარმომადგენელია. მის ლექსებში გამოხატულია სოციალური და პოლიტიკური პრივილეგიების დაკარგვით გამოწვეული სევდა. მისი პოეტური მემკვიდრეობა დაცულია ხელნაწერების სახით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954;
  • მიქაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 59.
  • ჩიქოვანი, იური, ქსნის ერისთავები. გვ. 11 , თბ., 2010