ერთეულთა სისტემები

ერთეულთა სისტემებიფიზიკური სიდიდეების ძირითად და წარმოებულ საზომ ერთეულთა ერთობლობანი, რომლებიც მოიცავენ გაზომვათა გარკვვულ არეს (მექანიკურ, ელექტრულ, სითბურ გაზომვებს და ა. შ.).

ძირითად ერთეულად ირჩევენ დამროუკიდებელ ერთეულებს, რომელთა აღწარმოება შეიძლება ზუსტი ეტალონების სახით. წარმოებულ ერთეულებს განსაზღვრავენ ძირითადებიდან იმ განტოლებათა საშუალებით, რომლებიც ფიზიკურ კანონების მათემატიკურ ჩანაწერს წარმოადგენენ. იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ფიზიკური მოვლენა მიმდინარეობს სივრცესა და დროში, ძირითად ერთეულებად, პირველ რიგში იღებენ სიგრძისა და დროის ერთეულებს. მესამე ძირითად ერთეულად, როგორც წესი, იღებენ მასის ერთეულს (ერთეულთა გაუსის სისტემა, ერთეულთა MKS სისტემა), მაგრამ არის ერთეულთა სისტემები, სადაც ძირითად ერთეულად აღებულია სხვა სიდიდეების, მაგალითად, ძალის ერთეული (ერთეულთა MKGS სისტემა). ერთეულთა სისტემებს სიგრძის, მასისა და დროის საზომი ძირითადი ერთეულებით ეწოდება აბსოლუტური (ვიწრო აზრით), ელექტრულ გაზომვათა არეში მეოთხე ძირითადი ერთეულია ამპერი (ერთეულთა MKSA სისტემა), ფოტომეტრიაშიკანდელა და ა. შ. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში, რომელიც მოიცავს ფიზიკურ გაზომვათა ყველა არეს, დადგვნილია 7 ძირითადი ერთეული (, კგ, წმ, , K, კდ, მოლ). ძირითადი ერთეულების სიდიდეს ისე ირჩევენ, რომ პრაქტიკაში მოსახერხებელი იყოს მთელი ერთეულთა სისტემების გამოყენება.

განხილული ტიპის ერთეულთა სისტემების გარდა არსებობს ე. წ. ერთეულთა ბუნვბრივი სისტემები, რომლებიც უნივერსალურ ფიზიკურ მუდმივებზე — სამყაროულ კონსტანტებზეა დაფუმნებული.

ლიტერატურა

რედაქტირება