ერთეულთა აბსოლუტური პრაქტიკული სისტემა
ერთეულთა აბსოლუტური პრაქტიკული სისტემა — ერთეულთა სისტემა, რომელიც დადგენილ იქნა ელექტრიკოსთა I საერთაშორისო კონგრესზე 1881 წელს პრაქტიკული ელექტრული გაზომვებისათვის იმასთან დაკავშირებით, რომ CGS აბსოლუტური სისტემის ზოგიერთი ელექტრული ერთეული მეტისმეტად მცირე და მოუხერხებელი იყო პრაქტიკული გაზომვებისათვის. ერთეულთა აბსოლუტურ პრაქტიკულ სისტემაში ელექტრული წინაღობისა (ომი) და პოტენციალთა სხვაობის (ვოლტი) ერთეულებს ადგენდნენ, როგორც CGS სისტემის შესაბამისი ერთეულების ჯერადს (ომი=109 CGSM ერთ., ვოლტი=108 CGSM ერთ.). დანარჩენ ერთეულებს: ამპერს, ჯოულს, ვატს და სხვა ღებულობდნენ, როგორც წარმოებულ ერთეულებს ომისა და ვოლტისაგან.
XX საუკუნის 30-იან წლებში ერთეულთა აბსოლუტურ პრაქტიკულ სისტემას უწოდებდნენ მექანიკურ და ელექტრომაგნიტურ სიდიდეთა საზომი ერთეულების სისტემას, რომელიც ემყარებოდა 4 ერთეულს: მეტრს, კილოგრამს, წამსა და ამპერს — ე. წ. ერთეულთა MKSA სისტემა („გოსტ“ 7664-55 და 8033-56). ამჟამად ერთეულთა აბსოლუტური პრაქტიკული სისტემამ დაკარგა დამოუკიდებელი მნიშვნელობა და შევიდა ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 184.