სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერეთო (მრავალმნიშვნელოვანი).

ერეთოს ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკად — ერეთოსწყალზე, ყელის ვულკანური ზეგნის აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე.

ერეთოს ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°28′46″ ჩ. გ. 44°25′20″ ა. გ. / 42.47944° ჩ. გ. 44.42222° ა. გ. / 42.47944; 44.42222
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 45 
მდინარე ერეთოსწყალი
ერეთოს ჩანჩქერი — საქართველო
ერეთოს ჩანჩქერი

მდინარე ერეთოსწყლის სათავეებია მძლავრი წყაროები, შემდეგში მდინარე ტროგულ ხეობაში მიედინება და მეფისკალოს ლავური ნაკადის აღმოსავლეთ კიდეზე ჩანჩქერად ეშვება. სიმაღლე 45 მ, საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 1,0 მ³/წმ.[2] ერეთოს ჩანჩქერი მაღალის თეთრი სვეტის სახით მოჩანს საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთიდან გუდაურსა და ჯვრის უღელტეხილს შორის (ზვავამრიდ დერეფნებთან მდებარე პუნქტებიდან). შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[3]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 63.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 37.
  3. „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.