ერბომჟავას ბაქტერიები

ერბომჟავას ბაქტერიებიბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ერბომჟავურ დუღილს. მიეკუთვნებიან საქაროლიტიკურ კლოსტრიდიუმებს. არიან ანაერობული, სპორათწარმომქმნელი, გრამდადებითი ჩხირები. ადუღებენ მონო- და პოლისაქარიდებს, რის შედეგადაც საბოლოო პროდუქტის სახით წარმოიქმნება ერბომჟავა, ძმარმჟავა, ნახშირორჟანგი. ბევრი სახეობა აფიქსირებს აზოტს. ფართოდ არიან გავრცელებული ბუნებაში და შლიან დიდი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს. შეუძლიათ საკვები პროდუქტების გაფუჭება. ტიპური წარმომადგენლებია Clostridium pasteurianum და Clostridium buryricum. ერბომჟავას ბაქტერიებთან ახლოს დგანან აცეტონ-ბუტილის ბაქტერიები (Clostridium acetobutylicum), რომლებიც ადუღებენ ნახშირწყლებს და წარმოქმნიან აცეტონს, ბუტანოლსა და ზოგიერთ სხვა ნივთიერებას (იხ. აცეტონ-ბუტილური დუღილი).[1]

  1. Маслянокислые бактерии // Биологический энциклопедический словарь / Гл. ред. М. С. Гиляров. — М.: «Советская Энциклопедия», 1986. — стр. 343.