აცეტონ-ბუტილური დუღილი
აცეტონ-ბუტილური დუღილი — კლოსტრიდიუმის გვარის ბაქტერიების მიერ მკაცრად ანაერობულ პირობებში მიმდინარე დუღილის პროცესი, რომლის დროსაც ერბომჟავასა და ძმარმჟავასთან ერთად გარემოში გროვდება ბუტილის, იზოპროპილისა და ეთილის სპირტები, აგრეთვე აცეტონი. არის რძემჟავური დუღილის ნაირსახეობა. აცეტონ-ბუტილური დუღილი მიმდინარეობს ორ ეტაპად (აღწერილია ვლადიმერ შაპოშნიკოვის მიერ). თავდაპირველად ხდება კულტურების აქტიური ზრდა, ერბომჟავასა და ძმარმჟავას წარმოქმნა, ხოლო შემდეგ, გარემოს 5,0 рН-მდე შემჟავებასთან ერთად, მასში ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გაზრდის გამო ინდუცირდება იმ ფერმენტების სინთეზი, რომლებიც უზრუნველყოფენ ნეიტრალური ნაერთების დაგროვებას, უპირველეს ყოვლისა ბუტანოლ-1-ისა და აცეტონის. აცეტონ-ბუტილური დუღილი ბაქტერიების მიერ გამოიყენება ზრდადი მჟავიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Захарчук Л. М. Ацетоно-бутиловое брожение // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 584.