ერბანა (ილინოისი)
ერბანა (ინგლ. Urbana /ɜːrˈbænə/) — ქალაქი აშშ-ში, ილინოისის შტატის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. შამპეინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1833). 38 336 მცხოვრები (2020).[2] ჩიკაგოდან დაშორებულია 220 კმ-ით (სამხრეთ-დასავლეთით). დასავლეთით ესაზღვრება ქალაქი შამპეინი. ორი ერთმანეთის მომიჯნავე ქალაქი ხშირად ერთად მოიხსენიება როგორც შამპეინ-ერბანა (ერთად მოსახლეობა 236 072 კაცი, 2020 წ.). პირველი დასახლება 1822 წელს გაჩნდა, 1833 წელს ქალაქი დაარსდა როგორც ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელი ეწოდა ოჰაიოს შტატის ქალაქ ერბანას მიხედვით. ერბანასა და შამპეინში მდებარეობს ილინოისის უნივერსიტეტის (დაარსდა 1867 წელს როგორც ილინოისის სამრეწველო უნივერსიტეტი) მთავარი კამპუსი. 1871 წლის 9 ოქტომბერს ქალაქის დიდი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა (ჩიკაგოსა და პეშტიგოს დიდი ხანძრების მომდევნო დღეს).[3]
ქალაქი | |
---|---|
ერბანა ინგლ. Urbana | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | ილინოისი |
კოორდინატები | 40°06′35″ ჩ. გ. 88°12′15″ დ. გ. / 40.10972° ჩ. გ. 88.20417° დ. გ. |
დაარსდა | 1833 |
ფართობი | 30 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 222 მეტრი |
მოსახლეობა | 38 336 (1 აპრილი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC−6 და UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 217 |
საფოსტო ინდექსი | 61801 |
ოფიციალური საიტი | https://urbanaillinois.us |
უნივერსიტეტი ერბანის ეკონომიკის ძირითადი ფაქტორია. ქალაქი მდებარეობს მდიდარ სასოფლო-სამეურნეო რაიონში (სიმინდი, სოია). ამას გარდა განვითარებულია მომსახურების სფერო (მ.შ. ჯანდაცვა და ფინანსები), მაღალტექნოლოგიური დარგები, დისტრიბუცია, მრეწველობა (მ.შ. ქაღალდისა და პლასტმასის ნაწარმი, საავტომობილო ნაწილები). ერბანის საოლქო სასამართლოში განთავსებული დაფა იუწყება აქ აბრაამ ლინკოლნის გამოსვლის შესახებ, რა დროსაც შეეწინააღმდეგა კანზას-ნებრასკის აქტს (1854). კარლის პარკში დგას აბრაამ ლინკოლნის ძეგლი, სადაც ის ახალგაზრდა იურისტის სახით არის წარმოდგენილი (მოქანდაკე ლორადო ტაფტი). არის რამდენიმე მუზეუმი, მ.შ. ხელოვნების, მეცნიერების, ბუნებისმეტყველების.[3]
გალერეა
რედაქტირება-
ილინოისის უნივერსიტეტი
-
ლინკოლნის ძეგლი კარლის პარკში
-
კინოთეატრი
-
საშუალო სკოლა
-
საშუალო სკოლა
-
ბიბლიოთეკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
- ↑ Explore Census Data. data.census.gov. ციტირების თარიღი: 2022-06-28
- ↑ 3.0 3.1 Urbana | University Town, Home of UIUC, Champaign County en. Encyclopedia Britannica online. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2024