ენის პარკერი
ენის პარკერი (ინგლ. Annise Parker, დ. 17 მაისი, 1956) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ქალაქ ჰიუსტონის 61-ე მერი (2010—2016 წლებში). პირველი ქალი, რომელიც ქალაქის მერი გახდა, აგრეთვე პირველი ღია ლესბოსელი, რომელმაც მერის პოსტი დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილ ქალაქში.[1][2][3]
ენის პარკერი ინგლ. Annise Parker | |
ჰიუსტონის 61-ე მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი 2010 – 2 იანვარი 2016 | |
წინამორბედი | ბილ უაითი |
მემკვიდრე | სილვესტერ ტერნერი |
ჰიუსტონის მე-14 კონტროლიორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი 2004 – 2 იანვარი 2010 | |
წინამორბედი | ჯუდი ჯონსონი |
მემკვიდრე | რონალდ გრინი |
ჰიუსტონის საქალაქო საბჭოს წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი 1998 – 2 იანვარი 2004 | |
წინამორბედი | გრეისი საენსი |
მემკვიდრე | მარკ ელისი |
დაბადებული | 17 მაისი, 1956 ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე | კეტი ჰაბარტი |
განათლება | რაისის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მეწარმე |
საიტი | [[1]] [[2]] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაენის პარკერი დაიბადა და გაიზარდა დასავლეთ ჰიუსტონში. დედა ბუღალტერი იყო, მამა კი წითელ ჯვარში მუშაობდა. იგი მცირე ხნით ცხოვრობდა მისისიპსა და სამხრეთ კაროლინაში. 1971 წელს, როდესაც პარკერი 15 წლის იყო, მისი ოჯახი გადავიდა აშშ-ს არმიის ბაზაზე მანჰაიმში, გერმანია. იქ ენისი გახდა წითელი ჯვრის ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისე, მუშაობდა ბიბლიოთეკაში.
1974 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, პარკერმა გაიმარჯვა სასტიპენდიო კონკურსში და ჩაირიცხა რაისის უნივერსიტეტში, ამავე დროს დადიოდა რამდენიმე სამსახურში, რათა გადაეხადა საცხოვრებლის და კვების თანხა. 1978 წელს ენისმა დაამთავრა უნივერსიტეტი ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხით.
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე პარკერი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში, ასევე იყო თვითდასაქმებული ( ფლობდა წიგნების მაღაზიას). გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობდა რაიონულ სამოქალაქო ასოციაციას, მონაწილეობდა ლგბტ მოძრაობაში, გარემოს დაცვის და ისტორიული ძეგლების შენარჩუნების მოძრაობებში. იგი ამჟამად გახლავთ რამდენიმე ორგანიზაციის გამგეობის წევრი, მათ შორისაა: ჰიუსტონის ზოოპარკი და ჰიუსტონის ჰოლოკოსტის მუზეუმი.
ენის პარკერი და მისი პარტნიორი ქეთი ჰაბარდი ერთად 1990 წლიდან ცხოვრობენ. მათ ჰყავთ სამი ნაშვილები ბავშვი: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაენის პარკერმა წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა ჰიუსტონის საქალაქო საბჭოს არჩევნებში 1991 და 1995 წლებში. მან საბოლოოდ არჩევნები მოიგო 1997 წელს და გახდა პირველი ღია გეი ადამიანი, რომელმაც არჩეული თანამდებობა დაიკავა ჰიუსტონში. ენის პარკერი წარმატებით აირჩიეს ხელახლა 1999 და 2001 წლებში.
ენისი 2003 წელს აირჩიეს ჰიუსტონის საქალაქო კონტროლიორად. შემდეგ ხელახლა აირჩიეს 2005 და 2007 წლებში.[4]
2009 წელს ენის პარკერმა თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეო მესიჯში გამოაცხადა, რომ აპირებდა კენჭი ეყარა ჰიუსტონის მერის პოსტზე.[5]
რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერით მან საარჩევნო კამპანია ქალაქის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბიუჯეტის ასიგნებების შემცირების პლატფორმაზე აწარმოა.
პარკერმა ნოემბრის არჩევნების პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 2009 წლის 12 დეკემბერს, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სიდიდით მეოთხე ქალაქის არჩეული მერი, რომელმაც მოიპოვა ხმების 53,6%, მიუხედავად რელიგიური და კონსერვატიული წრეების აქტიური წინააღმდეგობისა, რომელთაც არ სურდათ ქალაქის მერის თანამდებობაზე ლესბოსელის ხილვა. [6]
არჩევის შემდეგ ახალმა მერმა განაცხადა, რომ მის საქმიანობაში მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ტრანსპორტის პრობლემები, დაბალანსებული ბიუჯეტი და ახალი პოლიციის უფროსი.
2011 წლის არჩევნებში პარკერმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. იგი ჰიუსტონის მერის პოსტზე არჩეული იქნა მეორე ვადით. მეორე ტურის გარეშე დაამარცხა ფერნანდო ჰერერა, ჯეკ ო'კონორი, დეივ უილსონი, კევინ სიმსი და ამანდა ულმანი.
2013 წლის ნოემბერში პარკერი მესამე ვადით აირჩიეს ჰიუსტონის მერის თანამდებობაზე ხმების 57,22%-ით, რის გამოც მეორე ტური აღარ გახადა საჭირო.
2016 წლის 2 იანვარს პარკერი შეცვალა შტატის კანონმდებელმა სილვესტერ ტერნერმა, რომელიც გახდა ქალაქის მეორე აფროამერიკელი მერი.[7]
ჯილდოები
რედაქტირება2020 წლის ივნისში, ლგბტ პრაიდის პირველი აღლუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჟურნალმა Queerty -მ პარკერი დაასახელა იმ ორმოცდაათ გმირს შორის, რომლებიც „ ერს მიუძღვებიან თანასწორობისა და ღირსების აღიარებისკენ ყველა ადამიანისთვის.“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Mayor's Office". City of Houston, TX. Archived from the original on December 25, 2011. Retrieved December 15, 2011.
- ↑ Houston Election May Prove Historic — WSJ.com
- ↑ James C. McKinley Jr. Houston Is Largest City to Elect Openly Gay Mayor. New York Times (12 დეკემბერი 2009). ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2009. დაარქივებულია 12 აპრილი 2012 .
- ↑ "Past City Controllers". The City of Houston. 2013. Archived from the original on June 23, 2011. Retrieved July 23, 2013.
Annise D. Parker (2004 - 2010)
- ↑ "About Annise". Annise Parker for Houston. The Annise Parker Campaign. Archived from the original on February 7, 2009. Retrieved March 9, 2009.
- ↑ Olson, Bradley.Annise Parker elected Houston's next mayor Houston Chronicle (13 დეკემბერი 2009). ციტირების თარიღი 13 დეკემბერი 2009.
- ↑ Verhovek, Sam Howe (December 8, 1997)."Houston Elects Lee Brown As It's First Black Mayor". The New York Times. Retrieved November 25, 2007.