ენერგეტიკული სასმელი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ენერგეტიკული სასმელი}} |
ენერგეტიკული სასმელი — მატონიზირებელი, რომელიც ადამიანს აძლევს ენერგიის მცირეხნიან მოზღვავებას. მისი ზემოქმედებით ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, თუმცა ენერგეტიკული სასმელის მუდმივმა სტიმულირებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი: სიფხიზლისა და ენერგიის მოზღვავების მაგივრად ადამიანი შეიძლება მოითენთოს და დაიღალოს, სასმელმა მის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, საშინელი დეპრესიული მდგომარეობა.
ენერგეტიკული სასმელების შემცველობა:
- ნივთიერებები ნერვული სისტემის ტონიზირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი)
- ნახშირწყლები — ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა.
- ნივთიერებათა მასტიმულირებელი ელემენტები: ვიტამინი B და მსგავსი ვიტამინები, მაგალითად ტაურინი.
- არომატიზატორები და საკვები დანამატი.
უკუჩვენებებირედაქტირება
ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთს, როგორიცაა გუარანი. ერთი ქილა ასეთი სასმელი შეიცავს საშუალოდ 90 მილილიტრ კოფეინს — შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.[1]
კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები (გუარანი, ჟენშენი), სამკურნალო კვების სპეციალისტების თქმით, უკუჩვენებადია ადამიანებზე რომლებსაც აქვთ სუსტი ნერვები, ასევე მათთვის, ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის იშემიური დაავადებები, არითმია და ა.შ.).
აგრეთვე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭსა და მის მიდამოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი.
იზოტონიკირედაქტირება
ზემოთხსენებული ენერგეტიკული სასმელების გარდა არსებობს სპორტსმენებისთვის შემუშავებული ენერგეტიკული სასმელები, მათ უწოდებენ იზოტონიკებს. იზოტონიკები არ არის გაზირებულები და სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან განსხვავებით არ შეიცავს კოფეინისა და გუარინის მსგავს გამოსაფხიზლებელ ნივთიერებებს. მათ შემადგენლობაში შედის ელკარინი, რომელიც ეხმარება ცხიმის დაწვასა და კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, ამასთანავე აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ვიტამინებსა და მინერალებს. იზოტონიკებს არ გააჩნია აღსანიშნავი უკუჩვენებები. ერთადერთი — ეს არის ინდივიდუალური შეუთავსებლობა რომელიმე კომპონენტთან, რომელიც სასმელის შემადგენლობაში შედის.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ენერგეტიკული სასმელი“ ვიკისაწყობში.
- Sport and Energy drinks საიტზე Curlie
- USA Today-Overuse of Energy drinks...
- Teens Who Consume Energy Drinks Are at Higher Risk for Drug Use
სქოლიორედაქტირება
- ↑ Warning: Energy Drinks Contain Caffeine დაარქივებული 7 May 2018 საიტზე Wayback Machine. by Allison Aubrey. Morning Edition, National Public Radio, 24 September 2008.