ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი
ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი — დაცული ტროპიკული წვიმის ტყე მალაიზიაში, ტენასერიმის ბორცვების უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს პაჰანგის შტატის სამხრეთ და ჯოჰორის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში; მოიცავს 870 კმ²-ს. ტამან-ნეგრას შემდეგ, წარმოადგენს ნახევარკუნძულოვანი მალაიზიის მეორე უდიდეს ეროვნულ პარკს; გარდა ამისა, ასევე მეორე ეროვნული პარკია, რომელიც მალაიზიის ხელისუფლებამ შექმნა.
ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი
Taman Negara Endau-Rompin | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | მალაიზია |
კოორდინატები | 2°26′ ს. გ. 103°16′ ა. გ. / 2.433° ს. გ. 103.267° ა. გ. |
ფართობი | 870 კმ² |
დაარსდა | 1993 |
მმართველი ორგანო | მალაიზიის ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტი |
ენდაუ-რომპინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი წვიმის ტყის კომპლექსია. მასში წარმოდგენილია 248 მლნ წლის ასაკის კლდოვანი ფორმაციები. გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია გადაშენების პირას მყოფი ჩრდილოეთ სუმატრული მარტორქის უმსხვილესი პოპულაცია.
პარკმა სახელი მიიღო მდინარე ენდაუსა და რომპინისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე გაედინება. სხვა მდინარეებს შორისაა სეგამატი, სელაი და ჯასინი.
მუსონების სეზონზე, რაც ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება, პარკი საზოგადოებისთვის დახურულია. ასევე, სექტემბერ-ოქტომბერში აკრძალულია თევზაობა, გამრავლების პერიოდის გამო.
ისტორია
რედაქტირებაარეალის პირველი სამეცნიერო შესწავლა 1892 წელს დაიწყეს. კვლევის ხელშეწყობის მიზნით, 1933 წელს სატყეო ნაკრძალად გამოცხადდა ქალაქ ენდაუსა და კლუანგის მიმდებარე ტყის კომპლექსი. 1972 წელს მას მიუერთდა ლესონგის სატყეო ნაკრძალიც.[1]
იმავე წელს, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, კომპლექსის 2 000 კმ² ტერიტორიაზე ეროვნული პარკი შეექმნა. იმ დროისავის, არ არსებობდა ეროვნული პარკის შექმნის სამართლებრივი მექანიზმი. 1980 წელს, მალაიზიის პარლამენტმა ეროვნული პარკების აქტი მიიღო. მიუხედავად ამისა, ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს შორის მიმდინარე დავის გამო, ეროვნული პარკის შექმნა ვერ მოხერხდა.[2] ხუთი წლის შემდეგ, ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტმა დაახლოებით იგივე ტერიტორია ველური ბუნების ნაკრძალად გამოაცხადა, რათა მომხდარიყო კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრული მარტორქების დაცვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Johor National Parks Corporation დაარქივებული 2009-05-20 საიტზე Wayback Machine. - Official site
- Tourism Malaysia - Endau Rompin National Park დაარქივებული 2014-06-26 საიტზე Wayback Machine.
- ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- e-Tourism Portal დაარქივებული 2014-02-18 საიტზე Wayback Machine. - Virtual Malaysia
- Travel Ideas დაარქივებული 2014-02-23 საიტზე Wayback Machine. - Malaysia Social Travel Channel
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Journey Malaysia. Endau Rompin National Park დაარქივებული 2012-08-22 საიტზე Wayback Machine. . Extracted April 24 2007
- ↑ Malaysian Nature Society. Endau Rompin National Park დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. . Extracted April 24 2007