ემილ ჰენრი ბერნარდი (ფრანგ. Émile Bernard, დ. 28 აპრილი, 1868 — გ. 16 აპრილი, 1941) — ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი და მწერალი, რომელსაც სახელოვნებო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვართან, ვინსენტ ვან გოგთან, ასევე პოლ გოგენთან და ეჟენ ბოხთან,[2] ბოლო პერიოდში კი, პოლ სეზანთანაც. მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული ნამუშევრები შესრულებულია ახალგაზრდობის წლებში, 1886–1897 წლებში ის ასევე ასოცირებულია კლოისონიზმთან და სინთეტიზმთან, XIX საუკუნის ორ გვიან მიმდინარეობასთან. ნაკლებად ცნობილია ბერნარის სამწერლო მოღვაწეობა, რომელიც შეიცავს პიესებს, ლექსებს, და კრიტიკულ წერილებს, ძირითადად ხელოვნების საკითხზე, ის ფლობდა დეტალურ ინფორმაციას და გარკვეული იყო იმდროინდელი თანამედროვე ხელოვნების ნიუანსებში, რაც საქმეს უმარტივებდა.

ემილ ბერნარი
ფრანგ. Émile Bernard

ემილ ბერნარი, 1887
დაიბადა 28 აპრილი, 1868
დაბადების ადგილი ლილი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 16 აპრილი, 1941 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
სფერო მხატვარი
მიმდინარეობა პოსტიმპრესიონიზმი, სინთეტიზმი
ჟანრი პორტრეტი[1] , პეიზაჟი[1] , რელიგიური ფერწერა[1] , ნიუ[1] , cityscape[1] , საჟანრო ფერწერა[1] და მითოლოგიური ფერწერა[1]
ცნობილი ნამუშევრები ანდრიეს ბონგერი, ამბრუაზ ვოლარდი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ემილ ბერნარი
ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის ნახატი (1886)

ემილ ჰენრი ბერნარი დაიბადა საფრანგეთში, ლილში, 1868 წელს. ახალგაზრდობის წლებში ემილი ვერ იღებდა სათანადო ყურადღებასა და მზრუნველობას მშობლებისგან, რის გამოც ის იზრდებოდა ბებიასთან ერთად, რომელიც ლილში სამრეცხაოში მუშაობდა, რომელსაც ოცზე მეტი ადამიანი ქირაობდა. სწორედ ის იყო ემილის შემოქმედების, მისი მხატვრობის პირველი აქტიური მხარდამჭერი. 1878 წელს ოჯახი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ემილმა სწავლა დაიწყო სენ-ბარბეს კოლეჯში.

განათლება

რედაქტირება

მისი შემოქმედება დაიწყო დეკორატიულ სამხატვრო კომპანიაში (École des Arts Décoratifs). 1884 წელს ის შეუერთდა ატელიერ კორმონს, სადაც მან პირველად სცადა ბედი იმპრესიონიზმში და პუანტილიზმში და დაუმეგობრდა არტისტებს როგორებიც იყვნენ ლუის ანქუეტინს და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკს.

1886 წლის აგვისტოს პონტ-ავენში ბერნარი პოლ გოგენს შეხვდა. ამ შეხვედრისას მხატვრებმა ისაუბრეს ხელოვნებაზე და იდეები გაცვალეს, და ასევე დაგეგმეს მომავალი შეხვედრაც.ბერნარმა თქვა, როდესაც წარსულს იხსენებდა, რომ მისი ნიჭი და ტალანტი უკვე მაქსიმალურად განვითარებული იყო. მას მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედების თავისებურება და სტილი გავლენას იქონიებდა ოლ გოგენის საშემსრულებლო სტილზე.

1887–1888 წლები

რედაქტირება

1887 წლის სექტემბერი ბერნარმა სანაპიროზე გაატარა,სადაც მან დახატა La Grandmère (ბებია), ბებიის პოტრტრეტი, რომელმაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას სხვა მხატვრებთან და არტისტებთან, და დაიწყო გოგენის შესახებ კარგი ამბების მოყოლა. ბერნარრდი უკან, პარიზში დაბრუნდა, გაწევრიანდა ჟულიენის აკადემია,[3] სწორედ ამ პერიოდში შეხვდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც, როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ აღფრთოვანებული იყო ბერნარდის შემოქმედებით, მისი სტილით, და მის მიერ რესტორანში გამართულ გამოფენაზე, სადაც იმყოფებოდნენ, ანქუეტი და ტულუზ ლოტრეკიც, ვინსენტმა დაპატიჟა პეტიტის სკოლის ჯგუფიც.

ერთი წლის შემდეგ ბერნარი კვლავ ჩადი პონტ-ავენში სადაც ისევ ხვდება პოლ გოგენს. მათი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მალე გაძლიერდა. ამ დროისათვის ბერნარს უკვე მრავალი თეორია ჰქონდა საკუთარი სამხატვრო შემომედების შესახებ და ზუსტად იცოდა, თუ როგორი სურდა ის ყოფილიყო. მისი თქმით საკუთარი ერთადერთი სურვილი იყო ის, რომ შეექმნა სამხატვრო სტილი, რომელიც ექსტრემალურად მარტივი და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი იქნებოდა. და სურდა ეს არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ყოფილიყო.გოგენი აღფრთოვანაბული იყო ბერნარის მიერ იდეების გადმოცემის უნარით.

1888 გარდამტეხი თარიღია თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. 23 ოქტომბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პოლ გოგენი და ვინსენტ ვან გოგი ერთად მუშაობდნენ არლში. აშკარა იყო პოლ გოგენი ახალი სამხატვრო სტილი, რომელიც მან პონტ-ავენში ყოფნისას შეიძინა, სადაც მან გაიცნო ახალი მხატვრული მიმდინარეობები, იმუშავა ახალი სტილით მხატვრებთან, რამაც მას შეუცვალა თვალთახედვა. ის განსაკუთრებით მოიხიბლა სიმბოლიზმით და რამდენიმე სიმბოლისტური ნამუშევარი სექტემბერში, მასთან ჩასვლამდე, ვინსენტს გაუგზავნა კიდეც.

მან ასევე გაცვალა რამდენიმე ნამუშევარი ბერნართან და ანახა კიდეც ვინსენტ ვან გოგს. see in: დაარქივებული 2007-05-05 საიტზე Wayback Machine. (ref. Druick 2001) ეს ნამუშევრები სწორედ იმ სტილში იყო შესრულებული რომელიც ბერნარმა მუშაობის შედეგად დახვეწა და რომლით შესრულებული ნახატებიც უკვე ჰქონდა ნანახი ვან გოგს და იმდენად მოეწონა, რომ გააკეთა „სინანულის“ კოპიო აკვარელის საღებავებით (დეკემბერი 1888), რომელიც მან თავის ძმას, თეო ვან გოგს გაუგზავნა, რათა მას ხელი შეეწყო ახალი ბერნარის ახალი სტილის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. მომდევნო წლების განმავლობაში ვინსენტს არ ავიწყდებოდა ემილ ბერნარი და მისი სტილი და შემომედება და მას თავსი წერილებშიც ხშირად იხსენიებდა, სწორედ ამაზე საუბრობს ის დასთან, ვილ ვან გოგთან მიწერილ წერილში (10 დეკემბერი 1889):... „ის ისეთი ორიგინალური იყო მომინდა მისი კოპიო შემექმნა“.

ბერნარის სტილი იყო ეფექტიანი და გამართული (see:woman at haystacks დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. ,) ამის დანახვა მარტივადაა შესაძლებელი ორი პორტრეტის შედარებისას, რომლებიც ბერნარმა და გოგენმა ვინსენტ ვან გოგს გაუგზავნეს 1888 წლის სექტემბრის მიწურულს.

ემილ ბერნარის ნამუშევართა სერია, რომელიც აგვისტოშია შესრულებული („...ხეების მწკრივი ზღვასთან ახლოს ორი ქალით, რომლებიც მიწაზე სხედან და ლაპარაკობენ, და გამვლელები“ – ვინსენტ ვან გოგი ემილ ბერნარს, არლი, 1888) ასევე ჰგავს შთაგონებულს იმ ნახატიდან, რომლებიც ვინსენტმა და გოგენმა არლში დახატეს და რომლის სახელც არის ალიკამპები.

1891 წელს ის შეუერთდა სიმბოლისტთა ჯგუფს, რომელსაც ეკუთვნოდნენ ოდილონ რედონი და ფერდინანდ ჰოლდერი.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! 1893 წელს მან დაიწყო მოგზაურობა ეგვიპტეში, ესპანეთსა და იტალიაში რის შემდეგაც მისი სამხატვრო სტილი ბევრად უფრო დაიხვეწა.1904 წელს ის პარიზში ბრუნდება სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ის ასწავლიდა ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში მანამ, სანამ 1941 წელს არ გარდაიცვალა.

„[…] ეს კრეატივი, ავანგარდიზმი, ახალგაზრდა კაცმა გაინადგურა საკუთარი თავი ავანგარდიზმთან ბრძოლისას რომელსაც შექმნის უფლება და საშუალება თავად მისცა. მისმა მეტოქეობამ პოლ გოგენთან მას აიძულა გადაეხვია გზიდან: კლასიციზმი. ეს არის ცვლილება რომელიც მან შუა აღმოსავლეთში ცხოვრება გადაწყვიტა, უდიდესი კრიზისის პერიოდში. მაგრამ ფაქტად რჩება რომ ბერნარმა უდიდესი გავლენა მოახდინა გოგენის სამხატვრო სტილზე და მიმდინარეობაზე, და რომ ის ამასთან ახალი სამხატვრო ხედვების ფუძემდებელია“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

თეორიები საშემსრულებლო სტილის შესახებ: კლასიციზმი და სიმბოლიზმი

რედაქტირება
 
1889 წლის პოსტერი, იმპრესიონისტებისა და სიმბოლისტების ჯგუფის მიერ მოწყობილი გამოფენა, ხელოვნების კაფე, ცნობილი როგორც ვოლპინის გამოფენა, 1889.

ბერნარდი ახდენდა საშემსრულებლო სტილის თეორიზებას, რომელშიც გამოიყენებოდა თამამი ფორმები გამოყოფილი მუქი კონტურებით, რომელიც კლოისონიზმის სახელითაა ცნობილი. მისი მანუშევრები გამოსახავდა გეომეტრიულ ტენდენციებს რომელიც შეიცავდა პოლ სეზანის სტილის ელემენტებსაც, ამასთან ის თანამშრომლობდა პოლ გოგენთან და ვინსენტ ვან გოგთან.

ბევრი ამბობს რომ ანქუეტინი ემილ ბერნარის ახლო მეგობარი იყო, რომელიც იღებდა კრედიტებს "კლოისონიზმის" ტექნიკის განსავითარებლად. 1887 წლის გაზაფხულზე, ბერნარდი და ანქუეტინი ნეო-იმპრესიონიზმის წინააღმდეგ განეწყვნენ.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! ეს ალბათ იმითაცაა განპირობებული რომ მას ძალიან მოსწონდა, აღფრთოვანებული იყო პოლ სეზანის შემოქმედებით. მაგრამ ბერნარი ამბობს: „როდესაც ბრიტანეთში ვიყავი, მე ვიყავი შტაგონებული და ინსპირირებული ყველანაირი სცენით რაც ზედმეტია, რაც ფარავს რეალობას და იპყრობს ჩვენს თვალტახედვას, ჩვენი გონების ნაცვლად. შენ უნდა გაამარტივო სანახაობა, თვალთახედვის არე, რომ გაძლიერდეს გრძნობა. ნამუშევარში უნდა იგრძნობოდეს გეგმა“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

„ეს პირველი ფაქტორი არის ის, რომ მე ვიყენებ ბუნებას მარტივი სახით რათა გავაღრმავო ინსპირაცია. მე ხაზებს მხოლოდ მთავარი კონტექსტისთვის ვამოკლებ. და მე ვამცირებ ფერთა პალიტრას შვიდ ფუნდამენტალურ, საწყის ფერამდე. რომ დავინახო სტილი და არა საგანი. რომ გავაღრმავო აბსტრაქტულობის შეგრძნება და არა ობიექტურობის. მეორე ფქტორი კი ისაა, რომ მივუახლოვდეთ კონცეფციას და გამოვიყენოთ მეხსიერება ნებისმიერი ატმოსფეროს მიუხედავად. მეტად გამოვიყენოთ და გავხსნათ შნაგანი სამყარო. მაშინ მე საკუთარ თავს უკეთესად გამოვხატავდი, მე ვიყავი ის, რასაც აღვწერდი, ამასთან მე ვიდექი ბუნების პირისპირ. ეს იყო უხილავი შეგრძნება ეხტრაორდინარობის ჩუმი ფორმის ქვეშ“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

სიმბოლიზმი და რელიგიური მოტივები ჩნდება ორივე მხატვრის შემოქმედებაში, როგორც ბერნარის, ისევე პოლ გოგენის მხატვრობაში. 1889 წლის ზაფხულის განმავლობაში, ბერნარი პოულდუში მარტო ყოფნისას ხატვას იწყებს. ამ პერიოდში მან დახატა რელიგიური ტილოები. ის უგუნებოდ იყო იმ მიზეზის გამო, რომ სურდა მეტი დაეხატა, მაგრამ ამავდროულად კომერციული გადაუდებელი სამუშაოების გამო ნაკლები დრო რჩებოდა. ბერნარი ბევრ სტატიასა და წერილში აქვეყნებდა მოხსენებებს, სადაც ნათლად ისახება მისი უდიდესი სიმპათია სიმბოლიზმის მიმართ. მისი თქმით ამის მიზეზს ქრისტიანული არსი და საწყისი წარმოადგენდა, ღვთიური ენა. ბერნარს სწამდა, რომ „ეს არის ხილულის მიერ უხილავის გადმოცემა“,საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! უწინდელი, სიმბოლიზმის რელიგიური თვალსაზრისით გადმოცემის ცდები კრახით დასრულდა. სიმბოლიზმის ახალი პერიოდი ბუნების სრულყოფილების გამომხატველია, მაგრამ სიმართლეს ვერ პოულობს სილამაზეში. რენესანსის დროიმდელი ხელოვნება მეტად გადმოსცემდა უხილავს ვიდრე ხილულს, იდეას, კონკრეტიკისა და ფორმების გარეშე. სიმბოლისტური მხატვრობის ისტორიაც სწორედ სულიერებაშია. ყველაფერი სიმბოლო იყო, ივიწყებდნენ კერპთთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენის თეორიას. სწორედ ეს თეორიაა რისი საშუალებითაც ბერნარი სიმბოლიზმის განახლებას ცდილობდა. მისი იდეით ახალი სიმბოლიზმი, რომელიც მეტად მიწიური უნდა ყოფილიყო, მეტ ავთენტურობაში კი იმპრესიონიზმის როლის შემცირებას გულისხმობდა, ის არ ცდილობდა რაიმე ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებას ჟორჟ სერას მსგავსად, არამედ არსებული სიმბოლოების გამარტივებას.

მისი მთავარი ჩამაფიქრი სწორედ მსგავსი სტილით განვითარებას და ცვლილებას მოიცავდა, არა ტექნიკისა და სამხატვრო სტილის.

ემილ ბერნარი ყოველთვის იმედგაცრუებულიიყო იმის გამო, რომ პოლ გოგენი მას არასოდეს მოიხსენიებდა პიქტორიალური სიმბოლიზმის რეფორმატორად (მისი სტატიები რომლებსა როგორც კრიტიკული ასევე ისტორიული სახე ჰქონდა იბეჭდებოდა ბელგიურ გაზეთებში (1942). წერილების გარკვეული რაოდენობა კი მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა). 2001-2002 წლებში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ვან გოგის მუზეუმმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი გამოფენა:Van Gogh and Gauguin:The Workshop of the South რამაც ემილ ბერნარის შემოქმედების პოპულარიზაციას პერსპექტივა მისცა. (ref. Druick 2001)

ერთ-ერთი ემილ ბერნარის მოსწავლეთაგან იყო შვედი მხატვარი ივან აუგელი.

ნამუშევრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alley, Ronald. The Burlington Magazine, Vol. 133, No. 1056 (Mar. 1991)
  • Dorra, Henri: Émile Bernard and Paul Gauguin, Gazette des Beaux-Arts 1955. Vol. 45.
  • Druick, Douglas W., and Seghers, Peter Kort: Van Gogh and Gauguin: The Workshop of the South – Art Institute of Chicago Museum Shop, Paperback, 2001
  • Leeman, Fred: Émile Bernard (1868 - 1941), Citadelles & Mazenod editors; Wildenstein Institute Publications, 2013, 495 p. ISBN 9782850885716
  • Luthi, Jean-Jacques: Émile Bernard, Catalogue raisonné de l'œuvre peint, Editions SIDE, Paris 1982 ISBN 2-86698-000-X
  • McWilliam, Neil; Karp-Lugo, Laura, and Welsh-Ovcharov, Bogomila: "Émile Bernard. Au-delà de Pont-Aven", Institut national d'histoire de l'art, Paris, 2012
  • Morane, Daniel: Émile Bernard 1868–1941, Catalogue de l'œuvre gravé, Musée de Pont-Aven & Bibliothèque d'Art et d'Archéologie – Jacques Doucet, Paris, 2000 ISBN 2-910128-20-2
  • Stevens, MaryAnne, et alt.: Émile Bernard 1868–1941, a pioneer of Modern Art / Ein Wegbereiter der Moderne, Waanders, Zwolle 1990 ISBN 90-6630-151-1
  • Waschek, Matthias: Eklektizismus und Originalität. Die Grundlagen des französischen Symbolismus am Beispiel von Émile Bernard, PhD Bonn 1990 ISBN 3-89191-342-7
  • Welsh-Ovcharov, Bogomila: Vincent van Gogh and the Birth of Cloisonism, Toronto & Amsterdam, 1980

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 RKDartists
  2. http://www.eugeneboch.com Eugène Boch a common friend of Vincent van Gogh and Émile Bernard
  3. Russell, John. "An Art School That Also Taught Life," New York Times. 19 March 1989