ემილიანო სალა

არგენტინელი ფეხბურთელი

ემილიანო სალა (ესპ. Emiliano Sala; დ. 31 ოქტომბერი, 1990, კულულუ, ლას-კოლონიასი, არგენტინა — გ. 21 იანვარი, 2019) — არგენტინელი ფეხბურთელი, „კარდიფ სიტის“ თავდამსხმელი.

ემილიანო სალა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 1990
დაბადების
ადგილი
კულულუ, ლას-კოლონიასი,
სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
21 იანვარი, 2019 (28 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ლა-მანშის სრუტე
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1994–2005 სან-მარტინ დე პროგრესო
2005–2009 პროიექტო კრესერი
2010–2012 ბორდო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2015 ბორდო 11 (1)
2012–2013 ორლეანი 37 (19)
2013–2014 ნიორი 37 (18)
2015 კანი 13 (5)
2015–2019 ნანტი 117 (42)
2019 კარდიფ სიტი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 იანვარი, 2019

კარიერა რედაქტირება

ბორდო რედაქტირება

„ბორდოში“ მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 8 თებერვალს საფრანგეთის საფეხბურთო თასის 2011–2012 სეზონზე, 1/8 ფინალში „ლიონის“ წინააღმდეგ, მოედანზე გამოჩნდა დამატებით დროში.[1]

2012–2013 წლის სეზონზე იჯარით გადავიდა კლუბ „ორლეანში“, რომელიც გამოდიოდა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ემილიანომ 37 მატჩში 19 გოლი გაიტანა.[2]

2013–2014 წლის სეზონზე იჯარით იყო გადასული კლუბ „ნიორში“,[3] რომელიც ლიგა 2-ში გამოდიოდა. მის შემადგენლობაში ემილიანო სალამ 37 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა

2014–2015 წლის სეზონი ბორდოში დაიწყო, 2014 წლის 17 აგვისტოს, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართული თამაშის დროს, პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში.[4] 2015 წლის იანვარში, ნახევარი წლის იჯარით გადაეცა კლუბ „კანს“.[5]

ნანტი რედაქტირება

2015 წელს გადავიდა „ნანტში“, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] ნანტის შემადგენლობაში, 3 სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 101 მატჩში, სადაც 30 გოლის გატანა შეძლო.[7]

კარდიფ სიტი რედაქტირება

2019 წლის 19 იანვარს განაცხადეს, რომ ემილიანო სალა თავის კარიერას გააგრძელებდა ინგლისის პრემიერლიგის გუნდ „კარდიფ სიტიში“. ემილიანო სალა „კარდიფს“ რეკორდული თანხა დაუჯდა,[8] სავარაუდოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი.[9]

გაუჩინარება რედაქტირება

2019 წლის 22 იანვარს, ნანტიდან კარდიფისკენ მიმავალი კერძო თვითმფრინავი Piper PA-46 ნორმანდიის კუნძულებთან ახლოს მოულოდნელად რადარების ეკრანებიდან გაქრა. ემილიანო სალა ბორტზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მაგრამ დაღუპული თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნეს.[9][10][11]

24 იანვარს გერნზის პოლიციამ გამოაცხადა დაკარგული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ[12].

7 თებერვალს გაუჩინარებული სხეული ამოიყვანეს თვითმფრინავის ნამსხვრევიდან. იმავე დღესვე პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს ემილიანო სალა იყო.[13][14][15][16][17]

სტატისტიკა რედაქტირება

კლუბი რედაქტირება

კლუბი[18] სეზონი[18] ლიგა[18] თასი[18] ჯამში[18]
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ორლეანი 2012–13 37 19 0 0 37 19
ნიორი 2013–14 37 18 3 2 40 20
ბორდო 2014–15 11 1 1 0 12 1
კანი 13 5 0 0 13 5
ნანტი 2015–16 31 6 4 0 35 6
2016–17 34 12 5 3 39 15
2017–18 36 12 2 2 38 14
2018–19 16 12 2 1 18 13
ჯამში 117 42 13 6 130 48
კარდიფ სიტი 2018–19 0 0 0 0 0 0
ჯამში 215 85 17 8 232 93

სქოლიო რედაქტირება

  1. Lyon 3:1 Bordeaux. www.transfermarkt.com. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  2. Emiliano Sala. www.footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  3. Niort: Un buteur de Bordeaux débarque en prêt (off.). www.foot-national.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  4. Bordeaux 4:1 AS Monaco. www.transfermarkt.com. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  5. Emiliano Sala, un atout supplementaire pour le maintien. www.smcaen.fr. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  6. Nantes make Sala a canary. Sports.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-15. ციტირების თარიღი: 2019-01-24.
  7. Emiliano Sala performance data. Transfermarkt.com.
  8. Emiliano Sala: Cardiff City sign Nantes striker for undisclosed club record fee. BBC Sport (2019-01-19).
  9. 9.0 9.1 Emiliano Sala: Cardiff City FC player on missing plane. BBC News (2019-01-22).
  10. Cardiff City’s Emiliano Sala was on missing plane, French authorities say. The Guardian (2019-01-22).
  11. Emiliano Sala search: Officials say they are ‘not expecting anyone to be alive’ with no trace of missing plane. The Independent (2019-01-22).
  12. Emiliano Sala: Search for footballer and pilot called off. BBC Sport (2019-01-24).
  13. Gazeta.ru, 7 февраля 2019. Идентифицировано тело пропавшего футболиста Салы
  14. Emiliano Sala search team recover body from plane wreckage. BBC News (7 February 2019).
  15. Mercer, David; Taylor, Rebecca (7 February 2019). „Emiliano Sala search: Body recovered lands in Dorset“. Sky News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 February 2019.
  16. „Body recovered from plane which crashed into English Channel confirmed as footballer Emiliano Sala“. ITV News. 7 February 2019. ციტირების თარიღი: 7 February 2019.
  17. Emiliano Sala: Body identified as footballer. BBC (7 February 2019).
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 E. Sala. Soccerway. ციტირების თარიღი: 4 January 2019.