ემანუელ შარპანტიე
ემანუელ მარი შარპანტიე (ფრანგ. Emmanuelle Marie Charpentier; დ. 11 დეკემბერი, 1968, ჟიუვიზი-სიურ-ორჟი, საფრანგეთი) — ფრანგი მეცნიერი მიკრობიოლოგიის, გენეტიკის და ბიოქიმიის დარგში. 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). 2015 წელს გახდა მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (გერმანია). 2018 წელს დაფუძნა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი — მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაემანუელ მარი შარპანტიე 1968 წელს დაიბადა ქალაქ ჟიუვიზი-სიურ-ორჟში (18 კმ პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით). ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიასა და გენეტიკას სწავლობდა პარიზში, პიერ და მარი კიურების სახელობის უნივერსიტეტში (ამჟამად სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი). ბაკალავრიატის შემდგომი განათლება პასტერის ინსტიტუტში განაგრძო (1992-95), სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო. იქვე მუშაობდა 1996 წლამდე, როცა შარპანტიე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტში გადავიდა დოქტურანტურის შემდგომი ეტაპის გასავლელად. მუშაობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ მეცნიერ-თანამშრომლად (1997-99 და ასოცირებულ მკვლევარად სენტ-ჯუდის ბავშვთა კვლევით ჰოსპიტალსა და ნიუ-იორკში სკირბოლის ბიომოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში (1999-2002). ევროპაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ვენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მოწვეულ პროფესორად (2002-04), შემდეგ კი — მიკრობიოლოგიისა და იმუნობიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასისტენტ-პროფესორად (2004-06). 2006 წელს გახდა მიკრობიოლოგიის პრივატ-დოცენტი და მიიღო ჰაბილიტაცია მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრში. 2006-2009 წლებში მუშაობდა მაქს პერუცის ლაბორატორიის ასოცირებულ პროფესორად. შემდეგ შვედეთში გადავიდა უმეოს უნივერსიტეტის მოლეკულური ინფექციების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასოცირებულ პროფესორად (2009-2014). 2013-15 წლებში იყო გერმანიაში ბრაუნშვაიგის ჰელმჰოლცის ინფექციების კვლევითი ცენტრის და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი. 2014 წელს მიიღო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის პროფესორის წოდება. 2015 წელს, გერმანიის მაქს-პლანკის საზოგადოების მიწვევით, გახდა ამ ორგანიზაციის წევრი-მეცნიერი და ბერლინის მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 2016 წელს — ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 2018 წელს გახდა მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფის დამფუძნებელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და საპატიო წოდება.[31]
CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა
რედაქტირებაშარპანტიე განსაკუთრებით ცნობილია 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად გაკეთებული აღმოჩენით, რომელსაც გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა გენური ინჟინერიის განვითარებაზე. ორმა ქალმა მეცნიერმა შეძლო გაერკვია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[32]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ 3.0 3.1 https://www.emmanuelle-charpentier-pr.org/cv/
- ↑ http://www.fpa.es/es/premios-princesa-de-asturias/premiados/2015-emmanuelle-charpentier-y-jennifer-doudna.html?especifica=0
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2
- ↑ Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences Announced — Breakthrough Prize in Life Sciences, 2014.
- ↑ https://www.med.lu.se/eric_k_fernstroems_stiftelse/fernstroemspriserna/svenska_priset
- ↑ https://www.pauljanssenaward.com/winners
- ↑ https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/2015-en/emmanuelle-charpentier/
- ↑ http://www.journals.elsevier.com/bba-clinical/news/otto-warburg-medal-2016-awarded-to-emmanuelle-charpentier/
- ↑ http://otto-warburg-medaille.org/index.php/previous-award-winners.html
- ↑ http://www.helmholtz-hzi.de/en/news_events/news/view/article/complete/2015_hansen_family_award_goes_to_emmanuelle_charpentier/
- ↑ http://www.dfg.de/gefoerderte_projekte/wissenschaftliche_preise/leibniz-preis/2016/charpentier/index.html
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/gabbay-award/past.html
- ↑ https://www.kavliprize.org/bio/emmanuelle-charpentier
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 https://www.emmanuelle-charpentier-pr.org/wp-content/uploads/2020/10/Emmanuelle-Charpentier_Awards-Decorations-Honors-Prizes-Other-Recognitions_EC.pdf
- ↑ http://www.aachen.de/DE/stadt_buerger/politik_verwaltung/pressemitteilungen/Aachener-Ingenieurpreis.html
- ↑ https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
- ↑ https://wolffund.org.il/2020/01/13/8113/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2020: Genetic scissors: a tool for rewriting the code of life — Royal Swedish Academy of Sciences, 2020.
- ↑ https://www.ust.hk/news/major-events-campus/hkust-holds-22nd-congregation-conferring-honorary-doctorates-five
- ↑ https://www.legiondhonneur.fr/sites/default/files/lh20210101.pdf
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/2011-recent.html
- ↑ https://www.apotekarsocieteten.se/en/scholarships-and-prizes/scheele-award-2/former-laureates/
- ↑ https://www.uliege.be/cms/c_17641938/fr/uliege-portraits-des-docteurs-honoris-causa-facultaires-2023
- ↑ https://www.amacad.org/new-members-2023
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
- ↑ https://royalsociety.org/news/2024/05/new-fellows-2024/
- ↑ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია — 1666.
- ↑ Charpentier, Emmanuelle - Vita. Max Planck Society. ციტირების თარიღი: 7 March 2020.
- ↑ Jennifer Doudna. Encyclopaedia Britannica. ნანახია 7 მარტი, 2020.