ელ-კახასის ეროვნული პარკი

ელ-კახასის ეროვნული პარკი ან კახასის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Cajas) ― ეროვნული პარკი ეკვადორში. მდებარეობს ასუაის პროვინციის დედაქალაქ კუენკიდან 30-კმ-ით დასავლეთით. პარკის ფართობი 285.44 კმ²-ია. მდებარეობს ზღვის დონიდან 3100-4450 მეტრის სიმაღლეზე. ხასიათდება პარამოსის ეკოსისტემით. ეროვნულ პარკად 1996 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა.

ელ-კახასის ეროვნული პარკი

ესპ. Parque Nacional El Cajas

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ელ-კახასის ეროვნული პარკი
ლაგუნა კახასის ეროვნულ პარკში
მდებარეობა ასუაის პროვინცია
ქვეყანა ეკვადორი
უახლოესი ქალაქი კუენკა
კოორდინატები 02°50′46″ ს. გ. 79°13′13″ დ. გ. / 2.84611° ს. გ. 79.22028° დ. გ. / -2.84611; -79.22028კოორდინატები: 02°50′46″ ს. გ. 79°13′13″ დ. გ. / 2.84611° ს. გ. 79.22028° დ. გ. / -2.84611; -79.22028
ფართობი 285.4
დაარსდა 5 ნოემბერი, 1996

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება Cajasკიჩუას ენიდან მომდინარებს. Cassa „თოვლიანი მთებისკენ გამავალ კარიბჭეს“ ნიშნავს,[1] ხოლო Caxa ცივს ნიშნავს.[2] ზოგიერთი ვერსიით, პარკის სახელწოდება ესპანური სიტყვიდან cajas (ყუთები) წარმოდგება.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Parque National Cajas", map and brochure from Etapa, Cuenca, 2009
  2. 2.0 2.1 Cajas Park information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-15. ციტირების თარიღი: 2022-06-02.