ელო ანდრონიკაშვილი

ქართველი მსახიობი

ელო (ელენე) იოსების ასული ანდრონიკაშვილი (დ. 27 აპრილი, 1883, კარდანახი, სიღნაღის მაზრა ― გ. 12 მარტი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1944).

ელო ანდრონიკაშვილი
დაბადების სახელი ელო ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1883
კარდანახი, სიღნაღის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 1956 (72 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1905–1907 წლებში პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი. 1912–1923 წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესიული მსახიობი თბილისში და სხვა ქალაქებში. როლებში: რუქაია და გაიანე (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), კაროჟნა (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ჰანელე (გერჰარტ ჰაუპტმანის „ჰანელე“), კატიუშა მასლოვა (ლევ ტოლსტოის „აღდგომა“) და სხვა. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. თარგმნა ოსკარ უაილდის „ჰადუის დედოფალი“, გუსტავ კადელბურგის „შავი ლაქა“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“ და სხვა პიესები.

ცნობილი იყო ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება