ბრეტ ისტონ ელისი

(გადამისამართდა გვერდიდან ელისი, ბრეტ ისტონ)

ბრეტ ისტონ ელისი (ინგლ. Bret Easton Ellis; დ. 7 მარტი, 1964, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მწერალი, X თაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ზოგისთვის იგი ნიჰილისტია, თავად კი საკუთარ თავს მორალისტად მიიჩნევს. ელისის რომანებში მოქმედება 1980-იან წლებში ხდება, მთავარი თემაა მერკანტილიზმი და გართობის ინდუსტრია, როგორც ამ პერიოდის მთავარი სიმბოლო.

ბრეტ ისტონ ელისი
ინგლ. Bret Easton Ellis

დაბადების თარიღი 7 მარტი, 1964(1964-03-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11](60 წლის)
დაბადების ადგილი ლოს-ანჯელესი
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი[12] [9] , რომანისტი[12] , პოდკასტერი[12] , ჟურნალისტი[13] , ნოველისტი[12] და აღმასრულებელი პროდიუსერი[9]
მოქალაქეობა  აშშ[5] [14]
ალმა-მატერი ბენინგტონის კოლეჯი[12] და The Buckley School
ჟანრი სატირა
Magnum opus ნულზე ნაკლები და ამერიკელი ფსიქოპატი
ხელმოწერა
საიტი randomhouse.com/kvpa/eastonellis/

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრეტ ისტონ ელისი დაიბადა ლოს ანჯელესში. ბავშვობა გაატარა სან ფერნანდოს ხეობაში. მშობლები, რობერ მარტენ ელისი, უძრავი ქონების აგენტი და დეილ ელისი, 1982 წელს განქორწინდნენ. ბრეტი კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუსიკას სწავლობს ბენინგტონის ლიცეუმში. სწავლის პარალელურად იგი უკრავს მუსიკალურ ჯგუფში The parents. ბრეტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებს თავის პირველ რომანს, ნოლზე ნაკლები, რომელსაც კრიტიკა დადებითად მიიღებს და პირველივე წელს 50 000 ეგზემპლარად გაიყიდება.

1987 წელს მწერალი ნიუ იორკში სასხლდება და უშვებს მეორე რომანს, მიმზიდველობის კანონები. ამ უკანასკნელის კონოადაპტაცია მოხდება 2001 წელს როჯერ ავარის მიერ. ამ რომანში ჩნდება პირველად გვარი ბატმანი, რომელსაც ავტორი მომდევნო რომანშიც გამოიყენებს.

ბრეტ ისტონ ელისის ყველაზე წინააღმდეგობრივი რომანი არის ამერიკელი ფსიქოპათი. გამომცემელმა Simon & Schuster-მა ავტორს 300 000 დოლარი ავანსად გადაუხადა რათა დაეწერა რომანი სერიულ მკვლელზე. მაგრამ საბოლოოდ გამომცემელმა უარი თქვა ნაწარმოების გამოცემაზე, რადგან რომანი მიჩნეულ იქნა ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და ამდენად, სახიფათოდ. 1991 წელს რომანს გამოსცემს გამომცემლობა Vintage. ზოგს ეს რომანი ტრანსგრესიული ხელოვნების ნიმუშად მიაჩნია. ამერიკელი ფსიქოპათი 2000 წელს მერი ჰერონის მიერ იქნა ეკრანიზირებული.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

კინოადაპტაციები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 http://web.archive.org/web/20170323035401/http://jeugdliteratuur.org/auteurs/bret-easton-ellis
  6. Discogs — 2000.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Czech National Authority Database
  9. 9.0 9.1 9.2 Rotten Tomatoes — 1998.
  10. Babelio — 2007.
  11. Munzinger Personen
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 https://www.bennington.edu/bennington-network/outsized-impact/bret-easton-ellis
  13. Muck Rack — 2009.
  14. LIBRIS — 2018.