დონ დელილო

ამერიკელი მწერალი

დონალდ რიჩარდ რელილო (დ. 20 ნოემბერი, 1936) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი, დრამატურგი, სცენარისტი და ესეისტი. მისი შემოქმედება არაერთ თემას მოიცავს, იქნება ეს ტელევიზია, ბირთვული ომი, სპორტი, ენის კომლექსურობა, პერფორმანს არტი, ცივი ომი, მათემატიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა და გლობალური ტერორიზმი.

დონ დელილო
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1936(1936-11-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (87 წლის)
დაბადების ადგილი ბრონქსი, ნიუ-იორკი
საქმიანობა დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი, ესეისტი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[8]
ალმა-მატერი ფორდჰემის უნივერსიტეტი და Cardinal Hayes High School
Magnum opus თეთრი ხმაური, Libra, Mao II, Underworld და Cosmopolis
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , წიგნების ეროვნული პრემია, ამერიკული წიგნის პრემია, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, იერუსალიმის პრემია, Library of Congress Prize for American Fiction, უილიამ დინ ჰოუელზის მედალი, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[10] და PEN/Faulkner Award for Fiction
ხელმოწერა

დელილოს საყოველთაო აღიარება მოუპოვა 1985 წელს „თეთრი ხმაურის“ გამოქვეყნებამ, რომლისთვისაც ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. მწერალი ორჯერ გახდა პულიცერის პრემიის ფინალისტი (1992; 1998). 1999 წელს მიიღო იერუსალიმის პრემია. 2010 წელს გადაეცა კონგრესის ბიბლიოთეკის პრემია ამერიკულ ლიტერატურაში.[11]

დელილო საკუთარ შემოქმედებას აღწერს, როგორც „სახიფათო დროებაში ცხოვრების“ საკითხით დაინტერესებულს.[12] 2005 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა: „მწერლები უნდა დაუპირისპირდნენ სისტემებს. მნიშვნელოვანია ძალაუფლების, კორფორაციების, სახელმწიფოს და მომხმარებლობისა და დამქანცველი გასართობი საშუალებების მთლიანი სისტემის წინააღმდეგ წერა. ვფიქრობ, მწერლებს, თავიანთი ბუნებით, წინააღმდეგობის გაწევა მართებთ ნებისმიერი რამის მიმართ, რაც ჩვენს დამორჩილებას ცდილობს.“[13]

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული პერიოდი და გავლენები რედაქტირება

1936 წელს დაიბადა ნიუ-იორკში. გაიზარდა მუშათა კლასის იტალიელი კათოლიკეების ოჯახში, იტალიურ-ამერიკულ სამეზობლოში.[14]

წერით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როცა თინეიჯერობისას ზაფხულში პარკინგის თანამშრომლად დაიწყო მუშაობა, სადაც საათობით ლოდინის რეჟიმში ყოფნამ იგი კითხვას მიაჩვია. ამ პერიოდის განსაკუთრებულ გავლენებად იგი ჯეიმზ ჯოისს, უილიამ ფოლკნერს, ფლანერი ო’კონორსა და ერნესტ ჰემინგუეის ასახელებს. ეს უკანასკნელი დელილოსთვის მთავარ გავლენას წარმოდგენდა, როცა იგი თინეიჯერობის წლებში პირველი ტექსტების შექმნას ცდილობდა.[15]

მოდერნისტული ლიტერატურის გარდა დელილომ თავის შემოქმედებაზე აგრეთვე ჯაზური მუსიკისა და ომისშემდგომი ევროპული და 1970-იანი წლების ამერიკული კინემატოგრაფიის გავლენა აღნიშნა. მუსიკოსებს შორის იგი ჯონ კოლტრეინსა და მაილს დეივისს ასახელებს, ხოლო რეჟისორებიდან — მიქელანჯელო ანტონიონს, ჟან-ლიუკ გოდარს, ფრანსუა ტრიუფოს, ინგმარ ბერგმანს, სტენლი კუბრიკსა და მარტინ სკორსეზეს.[16] მწერალი აღნიშნავს, რომ 1960-იანი წლების ევროპულმა და აზიურმა კინომ მისი აზროვნება განსაზღვრა. იგი მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი გზით, კინო მას მწერლად გახდომაში დაეხმარა.[17]

1954 წელს დელილომ საშუალო სკოლა დაასრულა, 1958 წელს კი ფორდჰემის უნივერსიტეტი კომუნიკაციებში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მან სარეკლამო სფეროში დაიწყო საქმიანობა და ხუთი წლის მანძილზე ქოფირაითერად მუშაობდა.

პირველი მოთხრობა 1960 წელს კორნელის უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალში გამოაქვეყნა. 1966 წელს დაიწყო პირველ რომანზე მუშაობა.

თემები და კრიტიკა რედაქტირება

დელილოს შემოქმედება, როგორც მოდერნიზმის, ასევე პოსტმოდერნიზმის ელემენტებს მოიცავს.[18][19] მისი არაერთი ნაწარმოები იკვლევს კონსუმერიზმს, ახალ ინტელექტუალიზმს, ოჯახის დაშლასა და ხელახლა გაერთიანებას.

დელილოს შემოქმედებაში ერთ-ერთი განმეორებადი თემაა მასმედია და მისი როლი სიმულიაკრის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მოვლენის კონტექსტგარეშე წარმოჩენით და შესაბამისად, მისი მნიშვნელობისაგან დაცლით გამოიხატება. აგრეთვე მწერალი რამდენიმე რომანში განიხილავს ბრბოს ფსიქოლოგიას და ჯგუფურ იდენტობაში ინდივიდების კაპიტულაციის პროცესს.

დელილო თავის გავლენად ასახელებს არაერთი თანამედროვე ინგლისურენოვანი ავტორს, მათ შორის არიან ბრეტ ისტონ ელისი, ჯონათან ფრენზენი და დევიდ ფოსტერ უოლესი. ლიტერატურული კრიტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა დელილო თომას პინჩონთან, ფილიპ როთთან და კორმაკ მაკკარტთან ერთად თავისი დროის ოთხ მთავარ ამერიკელ რომანისტს შორის მოიხსენია.[20]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica
  3. NooSFere — 1999.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Babelio — 2007.
  7. Munzinger Personen
  8. LIBRIS — 2011.
  9. Guggenheim Fellows database
  10. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  11. Prize for American Fiction Awarded to Don DeLillo. Library of Congress (April 25, 2013). ციტირების თარიღი: November 23, 2013
  12. Nance, Kevin (October 12, 2012). „Don DeLillo Talks About Writing – Page 3“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: November 23, 2013.
  13. Panic interview with DeLillo – 2005. Perival.com. ციტირების თარიღი: November 23, 2013
  14. Passaro, Vince (May 19, 1991). „Dangerous Don DeLillo“. The New York Times.
  15. DeLillo Interview by Peter Henning, 2003. Perival.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2011. ციტირების თარიღი: December 30, 2011
  16. Nance, Kevin (October 12, 2012). „Don DeLillo talks about writing – Page 2“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: November 23, 2013.
  17. http://www.perival.com/delillo/delillo_panic_interview_2005.html[მკვდარი ბმული]
  18. John N. Duvall (May 29, 2008). The Cambridge Companion to Don DeLillo. Cambridge University Press, გვ. 13. ISBN 978-1-139-82808-6. 
  19. Katherine Da Cunha Lewin & Kiron Ward (October 4, 2018). Don DeLillo. Bloomsbury Academic, გვ. 1–4. ISBN 978-1-350-04087-8. 
  20. Bloom, Harold (September 24, 2003). „Dumbing down American readers“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: March 16, 2010.