ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVI საუკუნე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიზბარ ქსნის ერისთავი.

ელიზბარ ქსნის ერისთავი — ქსნის ერისთავი XVI საუკუნის 60-70-იან წლებში. 1569 წელს, როდესაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელების წინააღმდეგ ფარცხისთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ელიზბარ ქსნის ერისთავი და ბარძიმ ამილახვარი კავთისხევს მდგომ დედოფალს თავს დაესხნენ და მისი ქონება ხელთ იგდეს. როდესაც ქართლს ოსმალები შემოესივნენ მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ელიზბარ ქსნის ერისთავი დაპყრობელს მიეგება. 1578 წელს სიმონ I-ის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავმა მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნა მეფეს და შენდობა თხოვა. მეფემ შეიწყალა და მხოლოდ მამულების ნაწილი ჩამოართვა.

ლიტერატურა

რედაქტირება