ელიზბარ მაისურაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

ელიზბარ ლუკას ძე მაისურაძე (დ. 15 სექტემბერი, 1920, სოფელი სასირეთი, რუსეთის იმპერია — გ. 19 თებერვალი, 1998, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა „ორი მეგობარი“ 1948-1949 წლებში გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „მოთხრობები“ – 1951 წელს. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: „გარდატნელი მაყრები“ (1955), „ქართლის საღამოები“ (1957), „სევასტოპოლის დღეები“ (1963), „ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები“ (1971), „ქარბორბალა“ (1975), „ქერჩი, 1943“ (1976), „მოთხრობები“ (2010) და სხვ. რომანებისა: „დაკარგული ოცნებები“ (1972), „ოთხი წელი ჭექა-ქუხილში“ (1977). მაისურაძის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ოსურ, ჩეხურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება