ელიზბარ გულისაშვილი
ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. სექტემბერი 1890, საგარეჯო, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი (1919), საქართველოს ეროვნული გმირი.[1]
ელიზბარ გულისაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | სექტემბერი, 1890 |
დაბადების ადგილი | საგარეჯო, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 1923 |
გარდაცვალების ადგილი | ტფილისი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სამხედრო სამსახურის წლები | 1914-1921 |
წოდება |
პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი (რუსეთის იმპერია) პოლკოვნიკი (საქართველო) |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და მოსკოვის ალექსის სამხედრო სასწავლებელი (1914). I მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის, შემდეგ შტაბს-კაპიტნის ჩინით იბრძოდა რუსეთის არმიის 95-ე ქვეითი კრასნოიარსკის პოლკის რიგებში დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავის ქალაქ გროდნოს მიდამოებში ბრძოლისას 1915 წლის 21 აგვისტოს (დაჯილდოვდა გიორგის იარაღით). 1918 წლიდან საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი იყო. 1917 წლიდან გაწევრიანებული იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაში. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ (1921) ემიგრაციაში არ წასულა, მუშაობდა სამხედრო და საზღვაო საქმეების სახალხო კომისარიატში (ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსი) და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთში. 1922 წლიდან იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923 წლის მარტში თბილისში, საკუთარ სახლში (მოსკოვის ქ. №15, ახლანდ. ძმები კაკაბაძეების ქუჩა) დააპატიმრეს. იმავე წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 194.
- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361. - გვ. 123-122.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
- ↑ Гулисов Элизбар Захарьевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».