ელვირა უზუნიანი (სომხ. Էլվիրա Ուզունյան; დ. 6 დეკემბერი, 1934, თბილისი) — სომეხი საბჭოთა საოპერო მომღერალი (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1978). საქართველოს სახალხო არტისტი (1985).

ელვირა უზუნიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1934 (1934-12-06) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
საქმიანობა საოპერო მომღერალი
საიტი elviraouzounian.com/enter/rus-home.html

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი, 1963 წელს — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

1962 წლიდან იყო ქ. ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წამყვანი სოლისტი. მომღერლის რეპერტუარი: მარო (ზ. ფალიაშვილი „დაისი“), ანუშ (ტიგრანიანი „ანუშ“), სასუნთის პატარძალი (ოჰანესიანი „დავით სასუნთი“), ლუჩია (დონიცეტი „ლუჩია დი ლამერმური“), როზინა (როსინი „სევილიელი დალაქი“), ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ცერლინა (მოცარტი „დონ ჟუანი“), ოლიმპია (ოფენბახი „ჰოფმანის ზღაპრები“), მარია (ბერსტაინი „ვესტსაიდის ისტორია“). გადაღებულია კინოფილმებში: „ახალგაზრდობის ნაპირი“ (1969, „ლენფილმი“), „თეთრი ნაპირები“ (1975, , „არმენფილმი“), „კიდევ 5 დღე“ (1979, „არმენფილმი“), „კერძო შემთხვევა“ (1983, „არმენფილმი“) და სხვა.

ბოლო წლებში ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, სადაც მრავალი კონცერტი გამართა. თანამშრომლობს აშშ-ში სომხურ თემთან. ბოსტონში მან შექმნა და მართავს ორგანიზაციას „დაეხმარეთ ახალგაზრდა ნიჭიერებს“

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1985. №10. გვ. 10