ელექტროსადგური

(გადამისამართდა გვერდიდან ელექტრული სადგური)

ელექტროსადგური — სამრეწველო საწარმო, რომელიც პირველადი რესურსის ენერგიის გარდაქმნის ხარჯზე აწარმოებს ელექტროენერგიას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თბოენერგიასაც.

ელექტროსადგური

ენერგიის წყაროს მიხედვით არსებობს შემდეგი სახით ელექტროსადგურები:

თბო და ატომური ელექტროსადგურები, შესაბამისად, ორგანულ და ბირთვულ საწვავზე მუშაობენ. ამ ენერგეტიკული რესურსების მარაგი თანდათან იწურება და ღირებულება მატულობს. ამ მხრივ, დიდი უპირატესობა აქვს ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც მდინარეების განახლებად ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს იყენებს. ცნობილია ელექტროენერგიის მიღების ხერხები სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, როგორებიცაა მზე, ქარი, ზღვის მიმოქცევა, ზღვის და ოკეანის ტალღები, გეოთერმული წყლები, ოკეანური დინებები და სხვა.

თითქმის ყველა ტიპის ელსადგურზე ხდება პირველადი ენერგიის გარდაქმნა მექანიკურ ენერგიად. ამ ენერგიას მოძრაობაში მოყავს ე.წ „პირველადი ამძრავი“ — ტურბინა. ტურბინა თავის მხრივ აბრუნებს გენერატორს, რომელიც ტურბინის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. გენერატორად, ჩვეულებრივ, გამოიყენება სამფაზა სინქრონული მანქანები. მათ მიერ გენერირებული სიმძლავრის ძაბვა, როგორც წესი, არ აღემატება 30 კვ-ს. ასეთი ძაბვით ელექტროენერგიის გადაცემა გამოიწვევს დიდ დანაკარგებს. ამიტომ, ელექტრულ სადგურებში დამონტაჟებულია ამწევი ტრანსფორმატორები, რომლებიც გადასაცემი ენერგიის ძაბვას ამაღლებენ 110÷1150 კვ-მდე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება