ელექტრული ლოქო
ელექტრული ლოქო (ლათ. Malapterurus electricus) — თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მდინარე ნილოსსა და დასავლეთ აფრიკის მდინარეებში. სხეულის სიგრძე 30-50, იშვიათად 100 სმ აღწევს. აქვს პატარა თვალები, ვიწრო ლაყუჩის ნაპრალები, ელექტრული ორგანოები, რომლებიც 360 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება პატარა თევზებით.
ელექტრული ლოქო | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Malapterurus electricus | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 121.