ელექტრონული ნეიტრინო
ელექტრონული ნეიტრინო[1] (აღნიშვნა: νe) — ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც არის ნეიტრინოების სამი ტიპიდან ერთ-ერთი. ელექტრონთან ერთად ის ქმნის ლეპტონების პირველ თაობას. მისი ანტინაწილაკია ელექტრონული ანტინეიტრინო (νe).
სხვა ტიპის ნეიტრინოების აღმოჩენამდე ეს სიტყვა გამოიყენებოდა ნეიტრინოების ელექტრონული მრავალფეროვნების აღსაწერად.
ნეიტრინოს მეორე ტიპის წინასწარმეტყველებისა და აღმოჩენის შემდეგ, საჭირო გახდა ტერმინოლოგიაში ცვლილებების შეტანა, რათა განესხვავებინათ სხვადასხვა ტიპის ნეიტრინო. პაულის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ნეიტრინოს ახლა ეწოდება „ელექტრონული ნეიტრინო“, ხოლო მეორე ტიპის ნეიტრინო არის მიუონური ნეიტრინო, რადგან ის წარმოიქმნება მიუონებთან ერთად რეაქციებში. გარდა ამისა, მოგვიანებით აღმოაჩინეს ნეიტრინოს მესამე ტიპი — ტაონური ნეიტრინო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- F. Reines; C.L. Cowan Jr. (1956). „The Neutrino“. Nature. 178 (4531): 446. Bibcode:1956Natur.178..446R. doi:10.1038/178446a0. S2CID 4293703.
- C.L. Cowan Jr.; F. Reines; F.B. Harrison; H.W. Kruse; A.D. McGuire (1956). „Detection of the Free Neutrino: A Confirmation“. Science. 124 (3212): 103–4. Bibcode:1956Sci...124..103C. doi:10.1126/science.124.3212.103. PMID 17796274.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩქარეული ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 370-371.