მიუონური ნეიტრინო
მიუონური ნეიტრინო[1] (აღნიშვნა: νμ) — ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც არის ნეიტრინოების სამი ტიპიდან ერთ-ერთი. მიუონთან ერთად ქმნის ლეპტონების მეორე თაობას. მისი ანტინაწილაკია მიუონური ანტინეიტრინო (νμ).

სხვა ტიპის ნეიტრინოების აღმოჩენამდე ტერმინი „ელექტრონული ნეიტრინო“ გამოიყენებოდა ნეიტრინოების ელექტრონული მრავალფეროვნების აღსაწერად. ნეიტრინოს მეორე ტიპის წინასწარმეტყველებისა და აღმოჩენის შემდეგ, საჭირო გახდა ტერმინოლოგიაში ცვლილებების შეტანა, რათა განესხვავებინათ სხვადასხვა ტიპის ნეიტრინო. პაულის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ნეიტრინოს ახლა ეწოდება „ელექტრონული ნეიტრინო“, ხოლო მეორე ტიპის ნეიტრინო არის მიუონური ნეიტრინო, რადგან ის წარმოიქმნება მიონებთან ერთად რეაქციებში. გარდა ამისა, მოგვიანებით აღმოაჩინეს ნეიტრინოს მესამე ტიპი — ტაონური ნეიტრინო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Leon M. Lederman. (1988)Observations in Particle Physics from Two Neutrinos to the Standard Model. Nobel Lectures. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2010-02-11
- Melvin Schwartz. (1988)The First High Energy Neutrino Experiment. Nobel Lectures. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2010-02-11
- Jack Steinberger. (1988)Experiments with High-Energy Neutrino Beams. Nobel Lectures. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2010-02-11
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩქარეული ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 370-371.