ელექტრონული ნარჩენები ჩინეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელექტრონული ნარჩენები სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა ჩინეთში. ჩინეთი ელექტრონული ნარჩენების ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში და აქ ასევე მდებარეობს მსოფლიოს უდიდეს ნაგავსაყრელები.[1] სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ელექტროობებზე მაღალ დამოკიდებულებასთან ერთად, გაზარდა მსოფლოში ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა. ამ ნარჩენების 70% ჩინეთში ხვდება. [2]

როდესაც ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება სამხრეთ ჩინეთში სამუშაოების უმეტესობას ქმნის, ის ასევე ქმნის საფრთხეს ჯამთელობისთვის ტოქსიკური პოლუტანტების გამოშვებით გარემოში.[3] რისკების უმეტესობას აჩენს ასევე ფაქტი რომ სამხრეთ ჩინეთში ელექტრონული ნარჩენების 60% გადამუშავდება არაფორმალურ ქარხნებში სადაც მომუშავე პერსონალს არანაირი განსაკუთრებული ცოდნა და შესაძლებლობები არ აქვთ.[4] უმეტეს შემთხვევაში ელექტრონული ნარჩენები მუშავდება არაფორმალური გზებით რაც ქმნის სამუდამო რისკს სიცოცხლისთვის გადამამუშავებელი ქარხნების ირგვლივ.[4] ამავდროულად ჩინეთის მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედებები არაეფექტური აღმოჩნდა და შესაბამისა დმათ ვერ შეძლეს გარემოს დაბინძურების შეჩერება სამხრეთ ჩინეთში რომელსაც ელექტრონული ნარჩენები და არაფორმალური ქარხნები იწვევენ.

ელექტრონული ნარჩენების პროცესები

რედაქტირება

წარმოშობა

რედაქტირება

ჩინეთი გარემოს დაბინძურებას იღებს რადგან პროდუქციის დროს ის უშვებს ელექტრონული ნარჩენების გადამუშავებას და ქვეყანის ტერიტორიაზე შენახვას.[5] ელქტრონული ნარჩენების დიდი ნაწილი, ძირითადად განვითარებული დასავლეთიდან, არის იმპორტირებული ჩინეთში 1970_იანების შემდეგ. იაფმა სამუშაო ძალამ და დაბალმა გარემოსდაცვითმა სტანდარტებმა, განაპირობეს განვითარებული ქვეყნებიდან მწარმოებლების მიერ ნარჩენების ჩინეთში გადაყრა. უკვე 2000 წელს ჩინეთი იყო მსოფლიოს უდიდესი ელექტრონული ნარჩენების იმპორტერი. მიუხედავად იმისა რომ ჩინეთის მთავრობან აკრძალა ქვეყანაში ყველა სახის ნარჩენების იმპორტირება 2002 წელს, მსოფლიოს ნარჩენების უმეტესობა მაინც იყრება ჩინეთში არალეგანური არხების მეშვეობით, ძირითადად ჰონგ-კონგის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის გავლით.[6]

2013 წლის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ჩატარები კვლევების მიერ, როდესაც გამოიკვლიეს ნარჩენებით „ვაჭრობა“, დადგინდა რომ ჩინეთში გადაყრილი ელექტრონული ნარჩენების უმეტესობა განვითარებული ქვეყნებიდან მოდიოდა როგორებიცაა აშშ, იაპონია, კორეა და ევროკავშირის ზოგი წევრი.[7] კვლევის მიხედვით, 976 000 ტონა არალეგალური ნარჩენები ელექტრონული ნარჩენების ჩათვლით, მოხვდა ჩინეთში მხოლოდ 2013 წელს, ამავე წელს იქნა 211 ნარჩენების კონტრაბანდის ფაქტი ჩინეთის ხელისუფლების მიერ.

არაფორმალური სექტორები

რედაქტირება

ჩინეთში ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების უმეტესობა არაფრომალურ/არალეგალურ სექტორებში მიმდინარეობს. არაფორმალური სექტორები ძირითადად პატარა სახელოსნოების სისტემებია.[8] მათ ძირითადად მართავენ მდევრები რომლებიც კარდაკარ დადიან და აქვთ ზღვრული გადასახადი მოძველებული ტექნიკის განკარგვისთვის. ეს მდევრებ შემდეგ ყიდიან ამ ტექნიკას ელექტრონული ნარჩენების დილერებზე. არაფორმალური გადამუშავება მოიცავს არაკვალიფიციურ მუშახელს და არის თანდაყოლილად მოქნილი. არაფურმალური გადამუშავებები ასევე მიმდინარეობს გარეუბნებში სადაც კონტროლის და კანონების აღსრულების პრობლემებია.

  1. Siu, Tyrone. (6 July 2015) World's largest electronics waste dump in China. Thomson Reuters Foundation.
  2. „70% of annual global e-waste dumped in China“. CRI. May 24, 2012.
  3. Moxley, Mitch. (July 21, 2011) E-Waste Hits China | Inter Press Service.
  4. 4.0 4.1 Martin, Eugster; Hongjun, Fu (August 18, 2004) e-Waste Assessment in P.R. China. Swiss Federal Laboratories for Materials Science and Technology. ციტირების თარიღი: ნოემბერი 14, 2019. თარგი:Page needed
  5. Dirty Secrets. ABC News (October 26, 2010).
  6. Ni, Hong-Gang; Zeng, Eddy Y. (2009-06-01). „Law Enforcement and Global Collaboration are the Keys to Containing E-Waste Tsunami in China“. Environmental Science & Technology. 43 (11): 3991–3994. doi:10.1021/es802725m. ISSN 0013-936X. PMID 19569320.
  7. Waste Crime - Waste Risks | OECD READ edition en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-11. ციტირების თარიღი: 2017-12-05
  8. Cao, Jian; Lu, Bo; Chen, Yangyang; Zhang, Xuemei; Zhai, Guangshu; Zhou, Gengui; Jiang, Boxin; Schnoor, Jerald L. (2016-09-01). „Extended producer responsibility system in China improves e-waste recycling: Government policies, enterprise, and public awareness“. Renewable and Sustainable Energy Reviews. 62: 882–894. doi:10.1016/j.rser.2016.04.078.