ელენ კარერ დ’ანკოსი

ელენ კარერ დ’ანკოსი (ფრანგ. Hélène Carrère d'Encausse, ქალიშვილობაში — ელენე გიორგის ასული ზურაბიშვილი) (დ. 6 ივლისი, 1929, პარიზი — გ. 5 აგვისტო, 2023, პარიზი)[21][22]ფრანგი პოლიტოლოგი, საბჭოთა კავშირის და რუსეთის პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი. პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, საფრანგეთის აკადემიის წევრი (1989) და მისი მდივანი.

ელენ კარერ დ’ანკოსი
ფრანგ. Hélène Carrère d’Encausse[1]
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1929(1929-07-06)[2] [3] [4]
დაბ. ადგილი პარიზის XVI რაიონი, საფრანგეთი[4] ან პარიზი[5]
გარდ. თარიღი 5 აგვისტო, 2023(2023-08-05)[6] [4] (94 წლის)
გარდ. ადგილი მე-15 ოლქი, საფრანგეთი[7] [4] ან პარიზი[5]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო[8]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი[9] , ისტორიკოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პატენ-სორბონის უნივერსიტეტი, ევროპის კოლეჯი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი[10]
მეუღლე Louis Carrère d'Encausse[11]
მამა გიორგი ზურაბიშვილი
დედა Nathalie Zourabichvili
შვილ(ებ)ი Emmanuel Carrère, Marina Carrère d'Encausse და Nathalie Carrère
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[12] , ღირსების ორდენის ოფიცერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[13] , საპატიო ორდენი[14] , პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის კომანდორი ვარსკვლავებით[15] , Commander of the Order of Leopold, Today Prize, honorary doctor of the Catholic University of Louvain, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, Ambassadors' Prize, prix du nouveau cercle de l'Union, Commander of the Order of the Southern Cross, Commander of the Order of Cultural Merit[16] , ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[17] , მეგობრობის ორდენი, honorary doctor of Sofia University[18] , honorary doctorate from the Université de Montréal, honorary doctor of Saint Joseph University[19] , Princess of Asturias Award for Social Sciences[20] და honorary degree of HEC Paris

დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის გიორგი ზურაბიშვილის (ივანე ზურაბიშვილის ვაჟი) და ნატალი ფონ პელკენის ოჯახში; ამგვარად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილია. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. 1976 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ბოლშევიკები და ეროვნებები 1929 წლამდე“, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს.

კარერ დ’ანკოსი პარიზის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სსრკ პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიაზე. საერთაშაშორისო ურთიერთობათა კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა სსრკ სექციას. იყო კვლევის უფროსი პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი). 1971 წლიდან მონაწილეობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური კომიტეტის სლავურ ჯგუფში. 1972 წელს პარიზში გამოვიდა მისი ფუნდამენტური ნაშრომი „საბჭოთა კავშირი — ლენინიდან სტალინამდე. 1917–1953 წლები“. 1978 წელს გამოიცა მისი გახმაურებული ნაშრომი „დამსხვრეული იმპერია“, რომელშიც იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და უჩვენა, რომ საბჭოეთში სრულებითაც არ არის მოგვარებული ეროვნული საკითხი, მწვავედ დგას ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა, რაც ეროვნულ ერთეულებად დაშლის საფრთხეს უქადის მას. 1986 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „არც ომი, არც ზავი“, რომელიც ეხება ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელ სსრკ-სა და მის პოლიტიკას. 1994-1999 წლებში ის იყო ევროპარლამენტის წევრი მემარჯვენე-კონსერვატული პარტიიდან Rassemblement pour la République. გამოირჩევა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური დამოკიდებულებით.

მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები, მ. შ. საპატიო ლეგიონის რაინდის ორდენი და საფრანგეთის ღირსების ორდენი. 2003 წელს მაისში თბილისში ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა იგი დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის მედლით. დაჯილდოებულია ასევე ლომონოსოვის ოქროს მედლით (რუსეთი, 2008), ღირსების ორდენის ვარსკვლავის დიდი ჯვრით (პოლონეთი, 2011) და სხვ.

იგი 2023 წლის 5 აგვისტოს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.[21][22]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France Record #11895312k // BnF catalogue généralParis: BnF.
  2. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  3. Munzinger Personen
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Fichier des personnes décédées
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. Le Monde / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  7. https://www.lemonde.fr/disparitions/article/2023/08/05/l-academicienne-helene-carrere-d-encausse-est-morte_6184583_3382.html
  8. https://www.voici.fr/news-people/mort-dhelene-carrere-dencausse-la-date-et-le-lieu-de-ses-obseques-devoiles-763154
  9. Members of the European Parliament, Членове на Европейския парламент, Diputados al Parlamento Europeo, Poslanci Evropského parlamentu, Medlemmer af Europa-Parlamentet, Mitglieder des Europäischen Parlaments, Euroopa Parlamendi liikmed, Βουλευτές του Ευρωπαϊκού Κοινοβουλίου, Députés au Parlement européen, Feisirí Pharlaimint na hEorpa, Zastupnici u Europskom parlamentu, Deputati al Parlamento europeo, Eiropas Parlamenta deputāti, Europos Parlamento nariai, Az Európai Parlament képviselői, Il-Membri tal-Parlament Ewropew, Leden van het Europees Parlement, Posłowie do Parlamentu Europejskiego, Deputados ao Parlamento Europeu, Deputații în Parlamentul European, Poslanci Európskeho parlamentu, Poslanci Evropskega parlamenta, Euroopan parlamentin jäsenet, Europaparlamentets ledamöter
  10. Bukhara : de la réforme à la révolution : recherches sur le gadidisme à Bukhara / Hélène Carrere d'Encausse
  11. https://www.journaldesfemmes.fr/people/evenements/2942255-obseques-d-helene-carrere-d-encausse-fille-photos/2942263-louis-carrere-d-encausse
  12. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 2012. — გამ. 1. — P. 6. — ISSN 0242-6773
  13. Archives du Bureau du Cabinet du ministre de la Culture. Ordre desarts et lettres (1962-2000)
  14. https://fr.sputniknews.com/culture/20091016123528312/
  15. https://paris.mfa.gov.pl/fr/actualites/decoration_helen_encausse
  16. Journal de Monaco: Bulletin officiel de la Principauté // Journal de MonacoMonaco: 1999. — გამ. 7418. — ISSN 1010-8742
  17. Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'huiLaval University.
  18. http://institutfrancais.bg/fr/programme/701/helenecarreredencausse/
  19. https://www.usj.edu.lb/news.php?id=5168
  20. https://elpais.com/cultura/2023-05-10/helene-carrere-dencausse-premio-princesa-de-asturias-de-ciencias-sociales-2023.html
  21. 21.0 21.1 გარდაიცვალა ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი)
  22. 22.0 22.1 ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) 94 წლის ასაკში გარდაიცვალა