სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკაშიძე.

ელენე ერმილეს ასული ნაკაშიძე (დ. 30 ნოემბერი, 1908, ოზურგეთი, რუსეთის იმპერია — გ. 15 იანვარი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს სსრ მეცნიერებათ დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1950 წლიდან კითხულობდა პათოფსიქოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრაზე. 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. სწავლობდა შიზოფრენიის და ინვოლუციური ფსიქოზის კლინიკის საკითხებს. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • ინვოლუციური მელანქოლია, თბილისი, 1960
  • ფსიქიატრია (სახელმძღვანელო), თბილისი, 1961 (თანაავტორი: ი. ყუბანეიშვილი)

ლიტერატურა

რედაქტირება