ელეგი
ელეგი (თურქ. elek) — კაცისა და ქალის მოკლე ზედატანი. გავრცელებული იყო უმთავრესად გურიაში, აჭარასა და ლაზეთში, ხოლო როგორც ქალის ტანსაცმელი — სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და აფხაზეთში. მამაკაცის ელეგი დასავლურ ქართულ ჩაქურას კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ელემენტი იყო, ჩოხის ქვეშ და ახალუხის (ზუბუნი) ზემოდან იცვამდნენ. ელეგის თარგი შეიცავდა წინა ორ კალთას, ზურგს, სახელოებს და საყელოს (ზოგჯერ უსახელოდაც ამზადებდნენ), ქალისა ხშირად ყაითნით გაწყობილ და ნაქარგობით შემკული იყო. მისი გამოყენება XX საუკუნის 30-იან წლებამდე დასტურდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბეზარაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 86.
- საქართველოს ერთიანი ეთნოგრაფიული გამოფენა. მეგზური, თბ., 1958.
- შარაშიძე გ., გურული ლექსიკონი, თბ., 1938.