ზუბუნი
ზუბუნი — მამაკაცის მოკლე ახალუხი. ზუბუნი გრეხილითა და საოლველით იყო გაწყობილი, საყელო და საგულე მოქარგული ჰქონდა. იკვრებოდა ლითონის ან ძაფის ღილებით, ან დედალ-მამალი ხრიკით. საზაფხულო ზებუნი მეტწილად უსახელო იყო, საზამთრო — სახელოებიანი და დაბამბული. გავრცელებული იყო გურიაში, აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთში, ლაზეთსა და ნაწილობრივ სამეგრელოშიც (აჭარაში ზუბუნს ქალის ხიფთანსაც უწოდებდნენ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბეზარაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 540.
- ციციშვილი ი., მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის, თბ., 1954.