ელდარ ფარვიზ ოღლი გასიმოვი (აზერ. Eldar Pərviz oğlu Qasımov; დ. 4 ივნისი 1989, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი, მსახიობი და ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2011-ის გამარჯვებული.

ელდარ გასიმოვი

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ელ (ELL)
დაბ. თარიღი 4 ივნისი, 1989 (1989-06-04) (35 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი
ჯაზ-ფანკი
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 2011-დან დღემდე
ელდარ გასიმოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელდარ გასიმოვი დაიბადა 1989 წლის 4 ივნისს ქალაქ ბაქოში. ელდარი მამის ხაზით არის ცნობილი აზერბაიჯანელი საბჭოთა მსახიობების შთამომავალი.[1]

1995-2006 წლებში სწავლობდა ქალაქ ბაქოს № 160 სკოლაში[2], პარალელურად 2001-2005 წლებში სწავლობდა მუსიკალურ სკოლაშიც, ფორტეპიანოს დაკვრაზე[3].

2004-2008 წლებში ელდარმა მოიგო სტიპენდია გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად, სტუდენთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.[4]

2010 წელს ელდარ გასიმოვმა დაამთავრა ბაქოს სლავური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წითელი დიპლომით.[5]

 
ნიგარ ჯამალი (მარცხნივ) და ელდარი (მარჯნივ) ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2011-ზე

2011 წელს ელდარ გასიმოვი ნიგარ ჯამალთან ერთად მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის ადგილობრივ შესარჩევ კონკურსში, სადაც 11 ქულით მოიგო. ამით მოიპოვეს უფლება, რომ წარედგინათ აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2011-ზე გერმანიაში[6][7][8]. სადაც დუეტი 221 ქულით გაიმარჯვა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2011-ზე გამარჯვების შემდეგ ელდარი მაყურებლის წინაშე წარდგა საკონცერტო პროგრამით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2012 წლის იანვარს ტელეკომპანია ОТВ-ზე გაიმართა მომღერლის პირველი აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული სიმღერის «Birlikdə Nəhayət» (ქართ. "საბოლოოდ ერთად") პრეზენტაცია.

ელდარ გასიმოვი ასევე იყო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2012-ის ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც გაიმართა 2012 წლის მაისში ქალაქ ბაქოში.

სიმღერები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. А.Алиева (17 июня 2011). „Победитель «Евровидения» Эльдар Касумов споет на языке своей бабушки“ (რუსული). AZE.az. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. „Дочь Нигяр Джамал Жасмин исполнила гимн Азербайджана в Лондоне (видео)“ (რუსული). Информационное агентство TREND. 01.03.2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.06.2011. ციტირების თარიღი: 21.01.2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Singer Ell: Music is All That Makes me Live დაარქივებული 2011-05-16 საიტზე Wayback Machine. . Echo. 12 ნოემბერი 2010.
  4. „Эльдар и Нигяр рассчитывают на космос: "Это заставляет собраться и работать на полную катушку" (видео)“ (რუსული). Информационное агентство TREND. 29.04.2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.05.2011. ციტირების თარიღი: 21.01.2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. [1] Eldar Bio on Great.az
  6. Hondal, Victor. News - Azerbaijan sends Eldar Gasimov and Nigar Jamal to Eurovision. ESCToday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-14. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
  7. Siim, Jarmo. Nigar & Eldar get gold in Azerbaijan. European Broadcasting Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
  8. İctimai Televiziya və Radio Yayımları Şirkəti - "Eurovision-2011" Milli Finalının qalibi bəlli oldu Azerbaijani. İTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 11 February 2011.