ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელა მაკმაჰონი (ინგლ. Ella McMahon; დ. 1 აპრილი, 1994, ლონდონი, ინგლისი), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ელა ეირი — ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი. ის ცნობილი გახდა კოლაბორაციული კომპოზიციით „Waiting All Night" (2013), რომელმაც მოიპოვა Brit Award-ის წლის ბრიტანული სინგლის ჯილდო და პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. ეირმა ასევე გამოუშვა დიჯეი ფრეშთან ერთად კომპოზიცია „Gravity" (2015) და სიგალასთან ერთად ორი სინგლი „Came Here for Love" (2017) და „Just Got Paid" (2018). მუსიკოსის სადებიუტო EP, Deeper, გამოვიდა 2013 წელს, ხოლო სადებიუტო ალბომი, Feline, გამოვიდა 2015 წელს.

ელა ეირი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელა მაკმაჰონი
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1994 (1994-04-01) (30 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ნეო-სოული, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი ellaeyre.com
ელა ეირი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ელა მაკმაჰონი დაიბადა 1994 წლის 1 აპრილს და გაიზარდა ილინგში, დასავლეთ ლონდონში. განათლება მიიღო მილფილდის სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო BRIT-ის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სკოლაში. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Warner Chappell Music-სა და Virgin EMI-სთან.

2013 წლის აპრილში ითანამშრომლა Rudimental-თან და გამოუშვა სინგლი „Waiting All Night". კომპოზიცია მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველ ადგილზე. ნამუშევარმა მოიპოვა Brit Award-ის წლის ბრიტანული სინგლის ჯილდო. იმავე წელს ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია ვიზ ხალიფასა და Naughty Boy-სთან ერთად, სახელწოდებით „Think About It", ალბომისთვის „Hotel Cabana". მუსიკოსმა ასევე ითანამშრომლა თინი ტემპთან და ჩაწერა სიმღერა „Someday (Place in the Sun)". ეირის სადებიუტო EP, „Deeper" გამოვიდა 2013 წლის დეკემბერში.[1][2] ნამუშევარმა ჩარტებში 72-ე ადგილი დაიკავა.

ეირის სოლო სინგლები, როგორიცაა „If I Go", "Comeback" და "Together" მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ოცეულში.[3] მან ასევე დაწერა კომპოზიცია „Changing" პალომა ფეიტისა და სიგმასთვის. კომპოზიცია პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. ეირმა 2014 წლის MOBO Awards-ზე საუკეთესო ახალბედა მუსიკოსის ჯილდო მოიგო და 2015 წლის თებერვალში დიჯეი ფრეშთან ერთად გამოუშვა სინგლი „Gravity". 2015 წელს იმღერა Olly Murs-ის ტურნეზე და გახდა Emporio Armani Diamonds-ის სუნამოების კამპანიის სახე. მისი სადებიუტო ალბომი „Feline" გამოვიდა 2015 წლის აგვისტოში.[4] მან გამოუშვა ნამუშევრის, „Swing Low, Sweet Chariot"-ის ქავერი 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის და მოიგო საუკეთესო ქალი მუსიკოსის ჯილდო 2015 წლის MOBO Awards.[5][6]

2017 წლის 4 აპრილს გამართა კონცერტი და შეასრულა ოთხი ახალი სიმღერა: „LOV(E)," „Drink with Your Name on It", „I Swear" და „Ego".[7] კოლაბორაციული სინგლი „Came Here for Love" გამოვიდა 2017 წლის 9 ივნისს. 29 ივნისისთვის ნამუშევრის მუსიკალურმა ვიდეომ დააგროვა 2,5 მილიონზე მეტი ნახვა YouTube-ზე და 11 მილიონი სთრიმი Spotify-ზე. 2017 წლის 31 ივლისს დააანონსა ახალი სინგლი „Ego", რომელიც ჩაწერა Ty Dolla $ign-თან ერთად. ნამუშევარი გამოვიდა 2017 წლის 11 აგვისტოს. მან ასევე იმღერა Little Mix-ის ტურნეზე Summer Shout Out და The Script-ის ტურნეზე Freedom Child Tour. ტურნეებზე მან შეასრულა ახალი სინგლი „Answerphone".

2018 წლის 5 მარტს დააანონსა კოლაბორაციული სინგლი „Answerphone", რომელიც ჩაწერა Banx & Ranx-სა და Yxng Bane-თან ერთად. ნამუშევარი გამოვიდა 16 მარტს და გავიდა მე-5 ადგილზე ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. 2018 წლის 7 სექტემბერს გამოუშვა კიდევ ერთი კოლაბორაცია „Just Got Paid". ნამუშევარი მე-11 ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში

2019 წლის ივლისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Island Records-თან და გამოუშვა სინგლი „Mama".[8] ნამუშევარი ეირმა ჩაწერა Banx & Ranx-სა და Kiana Ledé-თან ერთად.[9] 2020 წლის იანვარში გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი „New Me" და იმავე წლის ბოლოს ბრიტანული ტურნე დაიწყო. ამას მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი „L.O.V.(e)" 2020 წლის 8 მაისს. მან მალევე გამოუშვა კომპოზიცია „Dreams" და EP „Quarter Life Crisis" 2020 წლის აგვისტოში.

2023 წლის ნოემბერში ეირმა ლეიბლის გარეშე გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Head in the Ground".[10]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sarah Jane Griffiths, "BBC Sound of 2014: Ella Eyre" დაარქივებული 18 September 2016 საიტზე Wayback Machine. , BBC News – Entertainment & Arts, 9 January 2014.
  2. "Ella Eyre" დაარქივებული 17 July 2015 საიტზე Wayback Machine. , Official Charts.
  3. Rob Copsey, "Ella Eyre announces new single Good Times" დაარქივებული 24 September 2015 საიტზე Wayback Machine. , Official Charts, 17 June 2015.
  4. Sarah Walters, "Ella Eyre is ready to take on stadiums – and Feline fearless!" დაარქივებული 18 May 2015 საიტზე Wayback Machine. Manchester Evening News, 17 April 2015.
  5. Ella Eyre Wins Best Female at the MOBO Awards 2015. DailyTelegraph (5 November 2015).
  6. Ella Eyre to release Swing Low, Sweet Chariot single (1 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 17 January 2016
  7. Ella Eyre announces live return with KOKO London show – how to get tickets დაარქივებული 26 February 2017 საიტზე Wayback Machine. , Get West London, 20 February 2017.
  8. 'Now is her time': Ella Eyre signs to Island.
  9. Ella Eyre blasts back with new single "Mama".
  10. Ella Eyre Enters A New Era With ‘Head In The Ground’ (24 November 2023). ციტირების თარიღი: 25 November 2023
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელა_ეირი“-დან