ეკლესია ძველი ჭეშმარიტი
ეკლესია ძველი ჭეშმარიტი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევში. ეკლესია ძველი ჭეშმარიტი დგას სოფლის სასაფლაოზე, გზის პირას, ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,6 X 6 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვითა და შირიმის ქვით. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ნიშის თავზე პატარა სამალავია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. ფასადის გრძივ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 436.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17660