ეკის განძი
ეკის განძი — სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპალიტეტი) 1971 წელს აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (907 ცალი). მასში შედიოდა პართიის მეფე ოროდე II-ის (57-38) დრაქმა და რომის იმპერატორების — ნერვას, ტრაიანეს, ადრიანეს, ანტონინუს პიუსის, ლუციუს ვერუსის, კომოდუსის, პერტინაქსის, ნიგერიუსის, სეპტიმიუს სევერუსის და სხვა სახელით მოჭრილი დიდრაქმები და დენარები. ეკის განძის 774 მონეტა მოჭრილია კესარიის ზარაფხანაში, 131 კი — რომისა და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების ზარაფხანებში, დანარჩენი — სხვა პროვინციებში. ეკის განძის გვიანდელი მონეტა თარიღდება 222 წლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., წირღვავა ვ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 27-28.
- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 67.
- დუნდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.