ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი

(გადამისამართდა გვერდიდან სეპტიმიუს სევერუსი)

ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი (ლათ. LVCIVS SEPTIMIVS SEVERVS; დ. 9 აპრილი, 146, ლეპტის-მაგნა, აფრიკა — გ. 4 თებერვალი, 211, ებურაკუმი) — რომის იმპერატორი 193 წლის 9 აპრილიდან 211 წლამდე. სევერუსების დინასტიის დამაარსებელი.

სეპტიმიუს სევერუსი

მოღვაწეობა

რედაქტირება

დაწინაურდა მარკუს ავრელიუსის დროს დროს. იყო კვესტორი, სახალხო ტრიბუნი, გალიის, პანონიის, სიცილიისა და გერმანიის პროვინციების მმართველი. ლეგიონერებმა იმპერატორად გამოაცხადეს. სევერუსმა სენატს დაუპირისპირა საიმპერატორო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი იურისტები: პაპინიანე, ულპიანე და პაულუსი. გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც უმთავრესად სამხედროებისაგან კომპლექტებოდა. გაამაგრა დუნაისპირა და რაინისპირა საზღვრები. 198 წელს აღმოსავლეთ პართელები დაამარცხა და ქალაქი ქტესიფონი აიღო. 208 წელს შვილებთან კარაკალასტან და გეტასთან ერთად ბრიტანეთში იყო, კალედონიელები დაამარცხა და დიდი ზღუდე ააგო. იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება