ეკა კვალიაშვილი

ქართველი მომღერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვალიაშვილი.

ეკა კვალიაშვილი (დ. 20 მარტი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მომღერალი. გამოცემული აქვს სამი ალბომი: „დამივიწყე“ (1997), „ფერისცვალება“ (2001) და „როგორ მიყვარხარ“ (2005).

ეკა კვალიაშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ეკა კვალიაშვილი
დაბ. თარიღი 20 მარტი, 1965 (1965-03-20) (59 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
ჟანრ(ებ)ი სოული, პოპ მუსიკა, ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, პიანისტი

დაიბადა 1965 წელს ცნობილი მომღერლის მარიამ თარხნიშვილის ოჯახში. 1984 წელს დაამთავრა I სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს კლასი. 1988 წელს კი — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი. იყო ანსამბლ „ჯორჯიასა“ და ვია „შანსის“ სოლისტი. გასტ­როლებზე იმყოფებო­და საფრანგეთში, ფინეთში, საბერძ­ნეთში, რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში.

დისკოგრაფია

რედაქტირება

ალბომები

რედაქტირება
  • დამივიწყე (1997)
  • ფერისცვალება (2001)
  • როგორ მიყვარხარ (2005)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 641.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება