მარიამ თარხნიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თარხნიშვილი.

მარიამ (მარო) ესტატეს ასული თარხნიშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1891, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 3 ოქტომბერი, 1969, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1956[1]). მისი შვილიშვილია მარიკა კვალიაშვილი.

მარო თარხნიშვილი 1935 წელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თარხნიშვილების ოჯახში ქართული სიმღერა კულტი იყო. ამიტომ საკვირველი როდია, რომ 13 წლის გოგონამ ჩამოაყალიბა ახალგაზრდების გუნდი და ხელმძღვანელობდა მას. ამით დაიწყო პირველი ქართველი ლოტბარი ქალის დიდი ეროვნული მოღვაწეობა.

1910 წელს თარხნშვილმა თავის დასთან ეკატერინესთან ერთად გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი. დები თარხნიშვილების პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მათ დიდად შეუწყვეს ხელი ჩვენში მხატვრული თვითშემოქმედების განვითარებას. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მ. თარხნიშვილის გუნდი მოსკოვში მიიწვიეს. შემდეგ ამას მოჰყვა წარმატებული გასტროლები რუსეთის, უკრაინის და სხვა რესპუბლიკების ქალაქებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1937 წელს. მის მიერ შესრულებული „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „ნამგლური“, „ბერიკაცი ვარ“, „კახური მრავალჟამიერი“, „თამარ ქალი“ და მრავალი სხვა დღესაც პოპულარობით სარგებლობს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დაწერილი აქვს „მოგონებები“ (გამოიცა 2016 წელს).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 167, თბ., 1994
  • „მარო თარხნიშვილი“, მარიკა კვალიაშვილი, საქ. კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისი 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება