ეკატერინი საკელაროპულუ

ეკატერინი საკელაროპულუ (ბერძ. Αικατερίνη Σακελλαροπούλου, დ. 30 მაისი, 1956, თესალონიკი) — ბერძენი მოსამართლე და საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს (უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს) პირველი ქალი თავმჯდომარე. საბერძნეთის პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2020 წლის 13 მარტს.

ეკატერინი საკელაროპულუ
ეკატერინი საკელაროპულუ
საბერძნეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა13 მარტი, 2020
წინამორბედიპროკოპის პავლოპულოსი

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 2018 – 22 იანვარი, 2020
წინამორბედინიკოლაოს საკელარიუ

დაბადებული30 მაისი, 1956 (1956-05-30) (68 წლის)
თესალონიკი
განათლებაათენის უნივერსიტეტი

2020 წლის 15 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირაკოს მიცოტაკისმა მისი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის თანამდებობაზე[1][2]. 2020 წლის 22 იანვარს ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და გახდა საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი[3][4][5].

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეკატერინი საკელაროპულუ დაიბადა თესალონიკში. მისი ოჯახი წარმოშობით იყო ქალაქ სტავროპულიდან, ქსანთის პრეფექტურა. იგი სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ეკატერინი გახდა სახელმწიფო საბჭოს წევრი და 2000 წელს დანიშნეს მრჩევლად[6]. 2015 წელს იგი გახდა სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში ერთხმად აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტად[7].

იგი იყო სახელმწიფო საბჭოს მოქმედი მოსამართლეების ასოციაციის წევრი. მას სხვადასხვა დროს იურიდიულ ასოციაციაში ეკავა გენერალური მდივნის (1985-1986 წწ.), ვიცე-პრეზიდენტისა (2006-2008 წწ.) და პრეზიდენტის (1993-1995 და 2000-2001 წწ.) თანამდებობები[6].

ეკატერინი საკელაროპულუ რეგულარულად წერდა სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეობა მიიღო წიგნის „ფინანსური კრიზისი და გარემოს დაცვა სახელმწიფო საბჭოს პრეცედენტულ სამართალში“ დაწერაში[8].

2020 წლის 22 იანვარს საბერძნეთის 300-კაციანმა პარლამენტმა 261 ხმით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[3].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

საკელაროპულუ ცხოვრობს თავის პარტნიორთან, ადვოკატ პავლოს კოცონისთან[9]. მას ჰყავს ერთი შვილი წინა ქორწინებიდან[10].

  1. Greek PM taps top female judge as country's president. ციტირების თარიღი: 2020-01-16.
  2. Greek PM Taps Top Female Judge as Country's President. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-16. ციტირების თარიღი: 2020-01-16.
  3. 3.0 3.1 Πρόεδρος της Δημοκρατίας εξελέγη η Αικατερίνη Σακελλαροπούλου, του Γιώργου Σ. Μπουρδάρα | Kathimerini. ციტირების თარიღი: 2020-01-22
  4. საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-26. ციტირების თარიღი: 2020-01-22.
  5. საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
  6. 6.0 6.1 Ποια είναι η πρώτη γυναίκα πρόεδρος του ΣτΕ, Αικατερίνη Σακελλαροπούλου. ციტირების თარიღი: 2020-01-15.
  7. Όλα τα ονόματα των προέδρων και αντιπροέδρων των Ανωτάτων Δικαστηρίων. ციტირების თარიღი: 2020-01-15.
  8. Αικατερίνη Σακελλαροπούλου. ციტირების თარიღი: 2020-01-15.
  9. Το προφίλ της Σακελλαροπούλου: Λάτρης της φύσης, των ταξιδιών και των γατών | Star.gr. ციტირების თარიღი: 2020-01-22
  10. Smith, Helena (2020-01-16). „Progressive judge to become Greece's first female president“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2020-01-22.