ეკატერინა ფურცევა

ეკატერინა ალექსის ასული ფურცევა (რუს. Екатерина Алексеевна Фурцева; დ. 7 დეკემბერი, 1910, ვიშნი-ვოლოჩოკი — გ. 24 ოქტომბერი, 1974, მოსკოვი) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. 1954–1957 წლებში იყო საქალაქო კომიტეტის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. 1957–1961 წლებში ცენტრალური კომიტეტის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, 1960–1974 წლებში იყო სსრკ კულტურის მინისტრი.

ეკატერინა ფურცევა
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1910
ვიშნი-ვოლოჩოკი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 24 ოქტომბერი 1974
მოსკოვი, რუსეთის სფსრ, სსრკ
მოქალაქეობა სსრკ

დაიბადა 1910 წელს ტვერის გუბერნიის ქალაქ ვიშნი-ვოლოჩეკში, მუშის ოჯახში. მამამისი დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში.[1] 1924 წელს ფურცევა ჩაირიცხა კომკავშირში. 1928–1930 წლებში დედამისთან ერთად მუშაობდა ქსოვილების ფაბრიკაში. 20 წლის ასაკში ჩაირიცხა პარტიაში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიური ტექნოლოგიის განხრით. ფურცევა ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე იყო მფრინავი პეტრე ბიტკოვი (1935–1944). 1956 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ ფირიუბინზე, რომელიც პროფესიით დიპლომატი იყო.[2] ეკატერინა ფურცევა მოულოდნელად გარდაიცვალა 1974 წლის 24 ოქტომბერს, გულის უკმარისობით. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

2004 წელს მოსკოვის ტვერის ქუჩაზე გაიხსნა ეკატერინა ფურცევას მემორიალური დაფა. დაჯილდოებული იყო ლენინის 4 ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება