ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეიფორია (ინგლ. Euphoria) — ამერიკული თინეიჯერი დრამატული სერიალი, რომელიც შექმნა და დაწერა სემ ლევინსონმა HBO– სთვის. ის დაფუძნებულია ისრაელში წარმოებულ ამავე სახელწოდების სერიალზე.[1] [2] ეიფორია-ში სიუჟეტი მიჰყვება საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფს მათი სექსუალური გამოცდილების, ნარკოტიკების, მეგობრობის, სიყვარულის, იდენტურობისა და ტრავმების მეშვეობით.[3] სერიალში მონაწილეობს ზენდეია მთავარ როლში, სხვა მსახიობებს შორის კი არიან: მაუდი ატაპოუ, ანგუს ქლაუდი, ერიკ დეინი, ალექსა დეიმი, ჯეიკობ ელორდი, ბარბი ფერეირა, ნიკა კინგი, სტორმ რეიდი, ჰანთერ შაფერი, ალფი სმითი, სიდნი სუინი და კოლმან დომინგო. სერიალის პრემიერა შედგა 2019 წლის 16 ივნისს.[4][5] 2019 წლის ივლისში სერიალი განახლდა მეორე სეზონით.[6] ფილმის სპეციალური ორი ეპიზოდი 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში გამოვიდა.

ეიფორია

ფილმის ლოგო
ჟანრი თინეიჯერული დრამა
ეფუძნება რონ ლეშემისა და დაფნა ლევინის „ეიფორია“-ს
რეჟისორი ავგუსტინ ფრიზელი
სემ ლევინსონი
ჯენიფერ მორისონი
პიპა ბიანკო
მონაწილეობენ ზენდეია
მაუდე აპატოუ
ანგუს კლაუდი
ერიკ დეინი
ალექსა დეიმი
ჯეიკობ ელორდი
ბარბი ფერეირა
ნიკა კინგი
სტორმ რეიდი
ჰანთერ შაფერი
ალგი სმიტი
სიდნი სვინი
კოლმან დომინიგო
კომპოზიტორ(ებ)ი ლაბირინთი
გუსტავ რიუდმენ ლამბარი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 2
სერია 18
წარმოება
ხანგრძლივობა 50–65 წუთი
ეთერში 16 ივნისი, 2019 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ეიფორიამ კრიტიკოსებისგან ზოგადად პოზიტიური შეფასებები მიიღო. ისინი აქებდნენ მისი გადაღების სტილს, სიუჟეტის, მუსიკალურ გაფორმებას და მსახიობთა შესრულებებს (კერძოდ, ზენდეიას და შაფერის შესრულებები). სერიალმა მიიღო ნომინაციები ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოზე საუკეთესო საერთაშორისო პროგრამისთვის და TCA-ის ჯილდოს ნომინაცია დრამისათვის. თავისი შესრულებისთვის, ზენდეიამ მოიგო ემის ჯილდო და სატელიტის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

წარმოება

რედაქტირება

განვითარება

რედაქტირება

2017 წლის 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ HBO მუშაობდა 2012 წლის ისრაელში შექმნილ სატელევიზიო სერიალის, ეიფორიას ადაპტაციას, რომელიც შექმნა რონ ლეშემმა, დაფნა ლევინმა და თმირა იარდენმა.[7] ლევინსონმა სერიალის გარკვეული ნაწილი თავის თინეიჯერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. ასევე საკუთარ ბრძოლას შფოთვასთან, დეპრესიასთან და ნარკომანიასთან.[8] მან თქვა: „არსებობს მუდმივი შფოთვა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ თაობაში არსებობს.“[9]

2019 წლის 11 ივლისს სერიალის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო. [10]

სერიის სარეკლამო პლაკატების დიზაინი შექმნა Percival & Associated-მა.[11] [12]

მეორე სეზონის დაწყებამდე HBO– მ ორი სპეციალური ეპიზოდის ეთერში გაშვება გადაწყვიტა. პირველი, სახელწოდებით „პრობლემები ყოველთვის არ გრძელდება", პრემიერა შედგა 2020 წლის 6 დეკემბერს და მიჰყვება რუეს ისტორიას, თუ როგორ გაუმკლავდა ჯულის მატარებლის სადგურზე დატოვებისა და რეციდივების შედეგებს. [13] მეორე სერია 2021 წლის 24 იანვარს გამოვა, რომელიც ისტორიას ჯულის მხრიდან გადმოსცემს.[14]

გადაღებები

რედაქტირება

ფილმის დადასტურებულ გადასაღებ ადგილებს შორისაა: სონის სტუდია ლოს-ანჯელესში, ასევე დელ ამოს მოდის ცენტრი, ტორეისი, კალიფორნია და იულისეს გრანტის საშუალო სკოლა, ველი გლინში.[15] მეორე სეზონის წარმოება დაიგეგმა 2020 წლის მეორე კვარტალში[16] Deadline Hollywood-ის მონაცემებით, მეორე სეზონის სერიების გამოსვლის თარიღი COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. [17] [18]

მუსიკალური გაფორმება

რედაქტირება

ეიფორია-ს მუსიკალური კომპოზიცია ინგლისელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ლაბირინთმა დააკომპლექტა. მან როლინგ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა: „როდესაც თინეიჯეობის პერიოდს იხსენებთ, ნახევრად ჯადოსნური ემოციები გეუფლება, მაგრამ ნახევრად გიჟურს და ნახევრად ფსიქოზურ ემოციებსაც გრძნობ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მუსიკა მსგავს რაღაცებს წარმოქმნიდა.” [19] სიმღერა „All for Us", რომელსაც ლაბრინთი და ზენდეია ასრულებენ, მთელი პირველი სეზონის განმავლობაში გამოიყენებოდა, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულად გამოჩნდა სეზონის ფინალის დროს.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Euphoria – TV Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2019. ციტირების თარიღი: June 14, 2019
  2. Israeli 'Euphoria' vs HBO 'Euphoria': Comparisons & Videos. ციტირების თარიღი: November 27, 2019
  3. 'Euphoria' Pilot Starring Zendaya Picked Up To Series By HBO, Drake & Future the Prince Join As Executive Producers. ციტირების თარიღი: July 30, 2018
  4. „HBO/Cinemax Programming Overview – Fall 2018“. The Futon Critic. October 4, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2020. ციტირების თარიღი: October 7, 2018.
  5. „Zendaya's HBO Drama Euphoria to Premiere in June — Watch Teaser“. TVLine. April 11, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 12, 2019. ციტირების თარიღი: May 18, 2019.
  6. 'Euphoria' Renewed For Season 2 By HBO. ციტირების თარიღი: July 11, 2019
  7. Andreeva, Nellie. (June 1, 2017) 'Euphoria' Provocative Teen Drama Based On Israeli Format In Works At HBO. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: July 30, 2018
  8. TX Festival Q&A: Euphoria presented by HBO (2019). YouTube (June 26, 2020). ციტირების თარიღი: August 11, 2020
  9. Sam Levinson and Zendaya on the Hopefulness of Euphoria. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2019. ციტირების თარიღი: June 27, 2019
  10. 'Euphoria' Renewed For Season 2 By HBO. ციტირების თარიღი: July 11, 2019
  11. Percival & Associates | Euphoria. Percival & Associates. ციტირების თარიღი: June 16, 2019
  12. #hbo #a24 #euphoria #zendaya #thisispna. Instagram. ციტირების თარიღი: May 14, 2019
  13. Porter, Rick. (October 19, 2020) HBO's 'Euphoria' Sets Pair of Special Episodes. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 20, 2020
  14. Gemill, Allie. (December 7, 2020) 'Euphoria' Special Part 2 Release Date, Poster, and Plot Details Tease Jules' Side of The Story. Collider. ციტირების თარიღი: December 7, 2020
  15. Where is Euphoria based? Here are the filming locations of the HBO teen drama. PopBuzz (June 25, 2019). ციტირების თარიღი: December 2, 2019
  16. Jones, Marcus. (March 11, 2020) Euphoria cast offers a first look at their season 2 table read. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: March 24, 2020
  17. Andreeva, Nellie. (March 13, 2020) HBO's 'The Righteous Gemstones', TNT's 'Snowpiercer' Among WarnerMedia Entertainment Series Shut Down Over Coronavirus, 'Euphoria' Delayed. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 24, 2020
  18. Nesvig, Kara. (March 14, 2020) HBO's "Euphoria" to Suspend Production Due to Coronavirus Concerns. Teen Vogue. ციტირების თარიღი: March 24, 2020
  19. Marks, Lily. (October 3, 2019) How Labrinth Created the Perfect Soundtrack for HBO's 'Euphoria'. Rolling Stone. ციტირების თარიღი: November 25, 2019
  20. Chen, Eddy. (November 6, 2019) Every Song Featured On Season 1 Of 'Euphoria'. Billboard. ციტირების თარიღი: November 25, 2019