ეთილენგლიკოლი (IUPAC სახელი — ეთან-1,2-დიოლი) — ორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით (CH2OH)2. ძირითადად გამოიყენება ანტიფრიზების დასამზადებლად. არის უფერო, უსუნო, ტკბილი გემოს მქონე ტოქსიკური სითხე.

ეთილენგლიკოლი
ეთილენგლიკოლი: ქიმიური ფორმულა
ეთილენგლიკოლი: მოლეკულის ხედი
ეთილენგლიკოლი: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაეთან-1,2-დიოლი
ტრადიციული სახელწოდებაეთილენგლიკოლი
ქიმიური ფორმულა(CH2OH)2
ემპირიული ფორმულაC2H6O2
მოლური მასა62.068 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.1132 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა-12.9 °C
დუღილის ტემპერატურა197.3 °C

წარმოება

რედაქტირება
 
ეთილენგლიკოლის მიღება
  • ეთილენგლიკოლი იწარმოება ეთენისგან (ეთილენი), ინტერმედიატი (შუალედური პროდუქტი) ეთილენის ოქსიდის საშუალებით. ეთილენის ოქსიდი რეაქციაში შედის წყალთან და წარმოქმნის ეთილენგლიკოლს:
C2H4O + H2O → HO−CH2CH2−OH
  • აზოტის მონოქსიდის (N0) დაჟანგვით მიიღება დიაზოტის ტრიოქსიდი (N2O3)
  • დიაზოტის ტრიოქსიდისგან(N2O3) მეთანოლის დამატებით მიიღება მეთილნიტრიტი, გამოიყოფა წყალი.
  • მეთილნიტრიტისგან ნახშირბადის მონოქსიდის დამატებით და პალადიუმის კატალიზატორის თანაობით მიიღება დიმეთილის ოქსალატი გამოიყოფა ორი მოლი აზოტის მონოქსიდი (N0)
  • დიმეთილის ოქსალატის[1] ჰიდრირებით სპილენძის კატალიზატორის თანაობით მიიღება ეთილენგლიკოლი და მამოიყოფა მეთანოლი.[2]
  1. Nexant/Chemsystems, Coal to MEG, Changing the Rules of the Game. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2011. ციტირების თარიღი: 2016-08-08. (PDF; 5,4 MB), 2011 Prospectus.
  2. S. Zhang et al., Highly-Dispersed Copper-Based Catalysts from Cu–Zn–Al Layered Double Hydroxide Precursor for Gas-Phase Hydrogenation of Dimethyl Oxalate to Ethylene Glycol, Catalysis Letters, Sept. 2012, 142 (9), 1121–1127, DOI:10.1007/s10562-012-0871-8.