ეთილბენზოლი
ეთილბენზოლი — ორგანული ნივთიერება ფორმულით C6H5CH2CH3. არის ძლიერ აქროლადი, უფერო სითხე და აქვს ბენზინის მსგავსი სუნი. ეს მონოციკლური არომატული ნაერთი მნიშვნელოვანია ნავთობის ინდუსტრიაში, როგორც შუალედური პროდუქტის, სტიროლის მისაღებად, რომლისგანაც ხდება პოლიმერ პოლისტიროლის მიღება. 2012 წელს წარმოებული ეთილბენზოლის 99%-ზე მეტი გამოყენებული იქნა სტიროლის მისაღებად.
ეთილბენზოლი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ეთილბენზოლი |
შემოკლება | EB |
ტრადიციული სახელწოდება | ფენილეთანი, ალფა-მეთილტოლუოლი |
ქიმიური ფორმულა | C6H5CH2CH3 |
მოლური მასა | 106.168 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.8665 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −95 °C |
დუღილის ტემპერატურა | 136 °C |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 0.58 [1] დ |
წარმოება
რედაქტირება- ეთილბენზოლი იწარმოება ბენზოლისგან და ეთენისგან მჟავური კატალიზატორის თანაობისას.
- C6H6 + C2H4 → C6H5CH2CH3
- 2012 წელს ამ გზით წარმოებული იქნა ეთილბენზოლის 99%-ზე მეტი.[2]
- 1999 წელს დაახლოებით 24 700 000 ტონა ეთილბენზოლი იქნა წარმოებული.[3]
გამოყენება
რედაქტირება- ეთილბენზოლი ბუნებაში გვხვდება ნავთობსა და ნახშირში.[4]
- იგი ძირითადად გამოიყენება სტიროლის მისაღებად. ეთილბენზოლის კატალიზური დეჰიდრირებით მიიღება სტიროლი და წყალბადი.
- C6H5CH2CH3 → C6H5CH=CH2 + H2
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1999) Lange's Handbook of Chemistry, 15th.
- ↑ Market Study Benzene, published by Ceresana, July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-21. ციტირების თარიღი: 2019-09-01.
- ↑ Vincent A.Welch, Kevin J. Fallon, Heinz-Peter Gelbke “Ethylbenzene” Ullmann’s Encyclopedia of Industrial Chemistry, Wiley-VCH, Weinheim, 2005. doi:10.1002/14356007.a10_035.pub2
- ↑ Ethylbenzene ToxFAQs. Agency for Toxic Substances and Disease Registry. ციტირების თარიღი: 21 May 2018.