ევიტა პერონი

(გადამისამართდა გვერდიდან ევა პერონი)

მარია ევა დუარტე პერონი (ესპ. María Eva Duarte de Perón; დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) — პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.

ევიტა პერონი
ევიტა პერონი
პერონი 1951 წელს
არგენტინის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 1946 – 26 ივლისი, 1952
წინამორბედიკონდრადა ვიქტორია ფარელი
მემკვიდრემერსედეს ლონარდი

დაბადებული7 მაისი, 1919
ლოს-ტოლდოსი, არგენტინა
გარდაცვლილი26 აგვისტო, 1952 (33 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა
მოქალაქეობაარგენტინის დროშა არგენტინა
ეროვნებაარგენტინელი
პოლიტიკური პარტიახუსტისიალისტური პარტია
ქალ პერონისტთა პარტია
მეუღლეხუან პერონი 1945 (იქ. 2024)
ხელმოწერა

დაიბადა 1919 წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. 1944 წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. 1946 წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-პერონისტული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — ქალ პერონისტთა პარტიას.

1951 წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი.[1][2][3] 1952 წლის 26 ივლისს, ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „Evita: The Woman Behind the Myth“. A&E Biography. 1996. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Adams, Jerome R (1993). Latin American Heroes: Liberators and Patriots from 1500 to the Present. Ballantine Books. ISBN 0-345-38384-2. 
  • Ara, Pedro (1974). El Caso Eva Perón. 
  • Barnes, John (1978). Evita, First Lady: A Biography of Eva Perón. New York, New York: Grove Press. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fraser & Navarro (1996:158). "As Evita's health continued to deteriorate that month, the city of Quilmes resolved to change its name to 'Eva Perón,' and Congress, after a special legislative session, devoted to eulogies of 'the most remarkable woman of any historical epoch', gave her the title Jefe Espiritual de la Nacion (Spiritual Leader of the Nation)."
  2. Bolocco, Cecilia (18 November 2002). „A nation seeks salvation in Evita“. The Scotsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 7 March 2017. ციტატა: „On 26 July 1952, a hushed Argentina heard Eva Perón, the 'spiritual leader of the nation', had died, aged 33.“
  3. Crassweller (1987:245). "A week later, on her thirty-third birthday, she received from Congress the title of Spiritual Leader of the Nation."