ედუარდ მაკარის ძე მურზაევი (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1908, სიმფეროპოლი — გ. 1 აგვისტო, 1998, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოგეოგრაფი და ტოპონიმისტი, რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1970). 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1931 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პროფესორი 1956 წლიდან. იყო მრავალი ექსპედიციის მონაწილე ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ძირითადი შრომები მიუძღვნა არიდული ტერიტორიების ლანდშაფტების განვითარების ისტორიას, ქვეყანათმცოდნეობას, გეოგრაფიული სახელების წარმომავლობას, ადგილობრივ ტერმინოლოგიას და აზიის გეოგრაფიული კვლევის ისტორიას. იყო ლევ ბერგის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, პეტრე კოზლოვის შრომების რედაქტორი და კომენტატორი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). დაჯილდოებულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. პრჟევალსკის მედლით (1947).[2]

ედუარდ მურზაევი
რუს. Эдуард Макарович Мурзаев
დაბ. თარიღი 19 მაისი (1 ივნისი), 1908
დაბ. ადგილი სიმფეროპოლი[1]
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 1998(1998-08-01) (90 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ნიკოლოზ პრჟევალსკის ოქროს მედალი, სტალინური პრემია, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ობრუჩევის პრემია და პოლარული ვარსკვლავის ორდენი
  1. Мурзаев Эдуард Макарович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Зайцева Н. А. Мурзаев Эдуард Макарович // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 472–473.