ედუარდ ბერნ-ჯოუნზი
(გადამისამართდა გვერდიდან ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი)
ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი (ინგლ. Edward Coley Burne-Jones; დ. 28 აგვისტო, 1833, ბირმინგემი — გ. 17 ივნისი, 1898, ლონდონი) — ინგლისელი ფერმწერი. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიეკუთვნებოდა პრერაფაელიტების უმცროს თაობას. 1859 და 1862 წლებში მუშაობდა იტალიაში. განიცადა დანტე გაბრიელ როსეტის და XV საუკუნის იტალიელ ფერმწერთა გავლენა. ლირიკულ და ლეგენდარულ თემებზე შექმნილი ბერნი-ჯოუნზის სურათები რამდენადმე მანერული და სტილიზებულია. ნამუშევრები: „სიყვარული ნანგრევებს შორის“ (1893, ტეიტის გალერეა, ლონდონი), აკვარელები (უმთავრესად 1864-1870), ილუსტრაციები; ვიტრაჟების გობელენებისა და მოზაიკების სურათები უილიამ მორისის სახელოსნოებისთვის.
ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი | |
---|---|
დაიბადა | 28 აგვისტო, 1833 |
დაბადების ადგილი | ბირმინგემი |
გარდაიცვალა | 17 ივნისი, 1898 |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
ეროვნება |
ინგლისელი ბრიტანელი |
სფერო | ისტორიული ფერწერა |
მიმდინარეობა | პრერაფაელიტები, სიმბოლიზმი |
ჟანრი | ისტორიული ფერწერა[1] , რელიგიური ფერწერა[1] , საჟანრო ფერწერა[1] , მითოლოგიური ფერწერა[1] და პორტრეტი[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 333.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედუარდ ბერნ-ჯოუნზი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ედუარდ ბერნ-ჯოუნზი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)