ედუარდ-მარი ერიო (ფრანგ. Édouard Marie Herriot; დ. 5 ივლისი, 1872, ქ. ტრუა, — გ. 26 მარტი, 1957, სენ-ჟენი-ლავალი, რონის დეპარტ.) — საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი. საფრანგეთის აკადემიის წევრი (1946 წლიდან).

ედუარდ ერიო
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1872(1872-07-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი Troyes[13]
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 1957(1957-03-26)[1] [13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი Saint-Genis-Laval[13]
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
განათლება პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ლუი დიდის ლიცეუმი
მამა Nicolas Herriot
მეუღლე/ები Blanche Herriot
შვილ(ებ)ი Suzanne Bérard
ჯილდოები თეთრი არწივის ორდენი, Collar de la Orden de la República[15] , კონკურ ჟენერალ, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Victor Cousin Prize და honoris causa[16]

დაამთავრა პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა (1894). 1919 წლიდან იყო საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი, რადიკალებისა და რადიკალ-სოციალისტების პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. 1905-1941 წლებში და 1945 წლიდან ქ. ლიონის მერი. 1916-1917, 1926-1928, 1934-1936 წლებში იყო საფრანგეთის მთავრობის წევრი (მინისტრი), 1924-1925 და 1932 წლებში — პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას, 1921 წლიდან — საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ — საქართველოს ემიგრანტული მთავრობის დახმარების გაგრძელებას. მთავრობამ, რომელსაც ერიო ხელმძღვანელობდა, 1924 წელს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საბჭოთა კავშირთან, თუმცა საქართველოს დევნილ ხელისუფლებას საშუალება მისცა ჰქონოდა დიპლომატიური წარმომადგენლობა პარიზში 1932 წელს საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებამდე.

1925-1926 და 1936-1940 წლებში ერიო იყო დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე. 1938 წელს გამოვიდა გერმანიასთან მიუნხენის შეთანხმების წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო ვიშის რეჟიმის ოპოზიციაში, რის გამოც 1942 წელს დააპატიმრეს და გერმანელებს გადასცეს. 1945 წელს საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა საკონცენტრაციო ბანაკიდან. 1947 წლის იანვრიდან 1954 წლამდე იყო საფრანგეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე, ხოლო 1954 წლიდან — საპატიო თავმჯდომარე. მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირთან მშვიდობიან ურთიერთობას და სამჯერ ეწვია მას 1922, 1933 და 1945 წლებში; საბჭოთა პროპაგანდის ზეგავლენით 1933 წლის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ვერ ნახა შიმშილობის ნიშნები. 1952-1954 წლებში დასავლეთ გერმანიის რემილიტარიზაციის საფრთხის საბაბით ერიო გამოვიდა ევროპის თავდაცვითი თანამეგობრობის პროექტის წინააღმდეგ. 1955 წელს საბჭოთა კავშირის მიერ დაფინანსებულმა „მშვიდობის მსოფლიო საბჭომ“ მიანიჭა მშვიდობის საერთაშორისო პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 senat.fr
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Sycomore / Assemblée nationale
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  11. 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  12. 12.0 12.1 Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 13.2 Эррио Эдуар // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Эррио, Эдуард // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  15. La Información // La InformaciónCádiz: 1932. — გამ. 20894. — P. 5.
  16. Académie française