ედუარდ ბაღდასარიანი
ედუარდ ბაღდასარიანი (სომხ. Էդուարդ Բաղդասարյան; დ. 14 ნოემბერი, 1922, ერევანი — გ. 5 ნოემბერი, 1987, ერევანი)[1] — საბჭოთა სომეხი კომპოზოტორი, პედაგოგი და სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტი.
ედუარდ ბაღდასარიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი, 1922 |
დაბ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1987 (64 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ |
დასაფლავებულია | Tokhmakh cemetery |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მიიღო თბილისში, ამასთანავე, პარალელურად სწავლობდა სამუსიკო ათწლედში. 1941 წელს, ბაღდასარიანი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1946 წელს კი - გადავიდა ერევანში, სადაც სწავლა განაგრძო კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1963 წელს, მას სომხეთის სსრ-ის ვეტერანი არტისტის სტატუსი მიენიჭა. მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია. 1951-1953 წლებში, იგი მოსკოვში ქმნიდა სამაგისტრო ნამუშევრებს. თავდაპირველად, ბაღდასარიანი შეუერთდა კომპოზიციის ფაკულტეტს რომანოს მელიქიანის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით კი - გახდა კონსერვატორიის წევრი. მის ნამუშევრებს შორისაა: სიმფონიური პოემა (1950), სონატა კლარნეტსა და ფორტეპიანოსათვის (1952), უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის (1953), რაფსოდია ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1958), 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის, ჭადრაკი (ბალეტი; 1960), საფორტეპიანო კონცერტი, რომანსები და ქორალები (საგუნდო ნაწარმოებები).
გარდაცვალება
რედაქტირებაედუარდ ბაღდასარიანი გარდაიცვალა 1985 წლის 5 ნოემბერს, ერევანში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Soviet Armenian Encyclopedia, vol 2, p 253