ედვარდ ჰაიმორი

ინგლისელი მსახიობი

ედვარდ ტომას ჰაიმორი (ინგლ. Edward Thomas Highmore; დ. 3 აპრილი, 1961) — ინგლისელი მსახიობი. დაიბადა კინგსტონ-აპონ-ტემზაში, ლონდონში.

ედვარდ ჰაიმორი
დაბადების სახელი ედვარდ ტომას ჰაიმორი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1961 (1961-04-03) (63 წლის)
კინგსტონ-აპონ-ტემზა, ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984–2002
მეუღლე(ები) სუ ლატიმერი
შვილ(ებ)ი 2, მათ შორის ფრედი ჰაიმორი

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ჰაიმორი ცნობილია ლეო ჰოვარდის როლის შესრულებისთვის CBS-ის 1980 წლის დრამაში „Howards' Way“. მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „დოქტორი ვინ“ (Doctor Who) და შეასრულა მალკონის როლი 1984 წლის სერიალში „Planet of Fire“. ჰაიმორი სწავლობდა გილდფორდის სამსახიობო სკოლაში.[1]

ედვარდ ჰაიმორის შვილები არიან ფრედი ჰაიმორი, რომელმაც შეასრულა ჩარლი ბაკეტის როლი 2005 წლის ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (Charlie and the Chocolate Factory) და ბერთი ჰაიმორი. ედვარდმა და ფრედიმ ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში „ნამდვილი ამბავი“ (Jack and the Beanstalk: The Real Story), სადაც მამა-შვილის როლი შეასრულეს. ედვარდის მეუღლე, სუ ლატიმერი არის მსახიობების აგენტი, რომლის ერთ-ერთი კლიენტია დენიელ რედკლიფი.[2]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
1984 დოქტორი ვინ Doctor Who მალკონი ტელევიზია
1984–1985 Lame Ducks ფრედი ტელევიზია
1985 The Tripods ბოლი ტელევიზია
1985–1990 Howards' Way ლეო ჰოვარდი ტელევიზია
1993 Heidi ჰერ კანდიდატი ტელევიზია
1994 Willie's War მამა
Love Hurts დოქტორი ვუდი ტელევიზია
Doomsday Gun კლოდი ტელევიზია
1995 The Politician's Wife მიმტანი კლუბში ტელევიზია
Annie: A Royal Adventure! სასტუმროს მიმღები ტელევიზია
1996 Jack and Jeremy's Real Lives შეფი ტელევიზია
The Detectives ექიმი ტელევიზია
1997 See You Friday კითი ტელევიზია
No Child of Mine რეი ტელევიზია
1998 Mosley დერეკ ჯონსონი ტელევიზია
ელისაბედი Elizabeth ლორდი ჰერვუდი
1999 The Blonde Bombshell ჟურნალისტი ტელევიზია
2000 მეათე სამეფო The 10th Kingdom დედოფლის მსახური ტელევიზია
2001 ნამდვილი ამბავი Jack and the Beanstalk: The Real Story მამა სათამაშო მოედანზე ტელევიზია
2002 ალი ჯი პარლამენტში Ali G Indahouse მინისტრთა კაბინეტის წევრი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ედვარდ ჰაიმორი - ბიოგრაფია
  2. მარკ სალისბერი (2007-11-04). „ფრედი ჰაიმორი გულწრფელობას ინარჩუნებს მუსიკით გაჯერებულ „ოგუსტ რაშში““. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი, 2007 წ. ციტირების თარიღი: 2007-11-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)