ედგარ მანუჩარიანი

სომეხი ფეხბურთელი

ედგარ მანუჩარიანი (სომხ. Էդգար Մանուչարյան; დ. 19 იანვარი, 1987, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი ფეხბურთელი, სომხეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ედგარ მანუჩარიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ედგარ ვაგრიკის ძე მანუჩარიანი
დაბადების
თარიღი
19 იანვარი, 1987 (1987-01-19) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2005 პიუნიკი 53 (40)
2005-2010 აიაქსი ამსტერდამი 9 (0)
2009-2010ჰარლემი (იჯარით) 17 (6)
2010აგოვ აპელდორნი (იჯარით) 12 (8)
2010-2011 პიუნიკი 28 (13)
2011-2012ურალი (იჯარით) 12 (6)
2012-2018 ურალი 92 (19)
ეროვნული ნაკრები
2002-2004 სომხეთი 17 9 (8)
2003-2004 სომხეთი 19 15 (9)
2002-2008 სომხეთი 21 7 (1)
2004- სომხეთი 53 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მანუჩარიანი საფეხბურთო კარიერა კლუბ „პიუნიკში“ დაიწყო. 17 წლის ასაკში კლუბის ბომბარდირი გახდა და სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. 2005 წელს ის ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა. გუნდის შემადგენლობაში ორჯერ 2006 და 2007 წლებში მოიპოვა ნიდერლანდების საფეხბურთო თასი. 2006 წლიდან „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო 2009 წლის აგვისტოში იჯარით „ჰარლემს“ გადაეცა, რომელიც ექვსი თვის შემდეგ დაიშალა. 2010 წლის თებერვალში მანუჩარიანი იჯარით „აგოვ აპელდორნს“ გადაეცა, ხოლო მისი „აიაქსში“ დაბრუნების შემდეგ ორმხრივი გადაწყვეტილებით კლუბთან კონტრაქტი შეწყდა. ივლისის შუა პერიოდში ის კვლავ „პიუნიკში“ დაბრუნდა. 2011 წლის აგვისტოში იჯარით ეკატერინბურგის „ურალს“ გადაეცა. 2012 წელს მანუჩარიანმა „ურალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

2004 წლის დეკემბერის დასაწყისში მანუჩარიანი გასინჯვებზე ამსტერდამის „აიაქსში“ გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ბარსელონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. მატჩი 14 დეკემბერს ქალაქ ელჩეში გაიმართა, სადაც მან მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რადგან თამაშისას მარჯვენა ფეხის უკანა ტერფის ძვლის მოტეხილობა მიიღო[1]. იმავე დღეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მანუჩარიანი 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა[2]. ტრავმის შემდეგ „აიაქსმა“ მაშინვე არ გაუფორმა კონტრაქტი. 2005 წლის 1 ივლისს სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც „აიაქსს“ 100 000 დოლარი დაუჯდა[3].

მანუჩარიანის დებიუტი „აიაქსის“ რიგებში 2005 წლის 18 დეკემბერს ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში აზ-ს წინააღმდეგ შედგა. მანუჩარიანი შეცვლაზე 84-ე წუთზე რაიან ბაბელის ნაცვლად გამოვიდა. საბოლოოდ „აიაქსმა“ გასვლითი მარცხი განიცადა ანგარიშით 4:2[4]. სულ 2005-2006 წლების სეზონში მანუჩარიანმა მხოლოდ ოთხი შეხვედრა ითამაშა[5] და ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა.

2006-2007 წლების სეზონში მანუჩარიანი ძალიან იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და საკმაოდ ხშირად იღებდა ტრავმებს. ძირითადად „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში ახერხებდა თამაშს. 2006 წლის 2 ნოემბერს უეფას თასის მატჩში „ვენის აუსტრიის“ წინააღმდეგ, მან „აიაქსის“ შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მანუჩარიანი მოედანზე 57-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო 8 წუთის შემდეგ გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში ამსტერდამელებმა საშიანო შეხვედრა ანგარიშით 3:0 მოიგეს[6]. 2006 წლის 22 ივლისს მანუჩარიანმა ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ემირეიტსის“ ახალ სტადიონზე გაიმართა. ის მატჩი „აიაქსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მოთამაშის დენის ბერგკამპის გამოსამშვიდობებელი თამაში გამოდგა[7]. მანუჩარიანი მატში კლას-იან ჰუნტელარისთვის საგოლე გადაცემით გამოირჩა, რომელმაც ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა „ემირეიტსის“ სტადიონზე[7]. 2007 წლის მარტის დასაწყისში ედგარმა კონტრაქტი 2011 წლამდე გააგრძელა[8][9], ხოლო მაისში ის მეორედ დაეუფლა ნიდერლანდების თასს.

2007-2008 წლების სეზონში მანუჩარიანმა ძირითად შემადგენლობაში არცერთი ჩამაში არ ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მანუჩარიანი შესანიშნავ ფორმაში იყო და მუდმივად გამოდიოდა ახალგაზრდულ გუნდში „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ადრი კოსტერი შემადგენლობაში მის ადგილს ვერ ხედავდა. 2008 წლის მაისში მანუჩარიანმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო[10]. 2008 წლის ივნისში ის და გუნდის კიდევ ხუთი მოთამაშე კლუბმა გასაყიდად დააყენა[11], თუმცა საბოლოო ჯამში ზოგიერთი მოთამაშე იჯარით გასხვისდა, ხოლო მანუჩარიანი კლუბში დარჩა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარ მწვრთნელად „აიაქსის“ ყოფილი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი დაინიშნა, სადაც მან ადრი კოსტერი შეცვალა. ვან ბასტენის დანიშვნის შემდეგ მანუჩარიანი „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში აღარ გამოუძახებიათ.

ჰარლემი და აგოვი

რედაქტირება

2009 წლის 6 აგვისტოს მანუჩარიანი იჯარის წესით ერთი წლის ვადით პირველი დივიზიონის კლუბ „ჰარლემში“ გადავიდა[12]. 7 აგვისტოს კლუბ ვენდამთან მატჩში მისი დებიუტი შედგა, სადაც 58-ე წუთზე შეცვლაზე გამოვიდა ფრანკ კარემანის ნაცვლად[13]. ექვსი თვის განმავლობაში მანუჩარიანმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. 2010 წლის 25 იანვარს „ჰარლემმა“ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა[14]. „აიაქსის“ ექვსი მოთამაშე რომელიც იჯარით „ჰარლემში“ თამაშობდა თავის კლუბს დაუბრუნდნენ[15]. 3 თებერვალს მანუჩარიანი იჯარით კლუბ „აგოვ აპელდორნში“ გადავიდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც „აიაქსის“ ყოფილი მოთამაშე ჯონ ვან დენ ბრომი იყო[16]. მანუჩარიანმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა, ხოლო მისმა კლუბმა გასვლაზე „ვოლენდამის“ წინააღმდეგ 1:0 გაიმარჯვა[17]. 19 თებერვალს მანუჩარიანმა ექსელსიორის წინააღმდეგ მატჩში ჰეტ-ტრიკი შეასრულა (4:2)[18].

პიუნიკში დაბრუნება

რედაქტირება

2010 წლის ივლისში მანუჩარიანმა „აიაქსთან“ 2011 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააუქმა[19][20], თავისუფალი აგენტი გახდა და ნახევარწლიანი კონტრაქტით თავის ყოფილ კლუბ „პიუნიკში“ დაბრუნდა[21]. კლუბთან ერთად მორიგი ტიტული დაუფლების შემდეგ კონტრაქტი ამოიწურა, მანუჩარიანი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდა. ფეხბურთელის მიმართ მცირედი დაინტერესება ლვოვის „კარპატმა“ გამოხატა. კონტრაქტის გასაფორმებლად მანუჩარიანი ლვოვში უნდა გაფრენილიყო[22], მაგრამ ეს არ მოხდა[23] და ფეხბურთელი „პიუნიკთან“ ერთად სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე სოჭში წავიდა, რასაც კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი მოჰყვა[24].

20011 წლის აგვისტოს შუა პერიოდში მანუჩარიანი იჯარის წესით ეკატერინბურგის „ურალს“ გადაეცა[25].

2012 წლის ზაფხულში მანუჩარიანმა „ურალთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი[26]. 2013 წლის 1 აპრილს მან თავის მეშვიდე შევედრაში 2 გოლი გაიტანა და ეკატერინბურგელებმა ტომსკის ტომი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს[27]. 2018 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მან „ურალი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა[28].

მიღწევები და ჯილდოები

რედაქტირება

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
  1. Barcelona too strong for Ajax in friendly: 2-1
  2. 17-летний Эдгар Манучарян признан лучшим футболистом Армении 2004 года
  3. Armenian striker Edgar Manucharyan joins Ajax დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  4. AZ — Ajax 4:2[მკვდარი ბმული]
  5. Manucharyan — season 2005/2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-11. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  6. Аякс — Аустрия Вена 3:0[მკვდარი ბმული]
  7. 7.0 7.1 Bergkamp given rousing farewell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2009-06-20.
  8. Эдгар Манучарян будет играть за «Аякс» до 2011 года
  9. Manucharyan pens contract renewal until summer 2011 დაარქივებული 2008-09-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  10. Форвард сборной Армении Эдгар Манучарян намерен уйти из «Аякса»
  11. «Аякс» выставил на трансфер пять футболистов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-05. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  12. Manucharyan op huurbasis naar HFC Haarlem(ნიდერლანდური ენა)
  13. Haarlem — BV Veendam 1:6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-13. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  14. HFC HAARLEM VRAAGT FAILLISSEMENT AAN დაარქივებული 2010-01-28 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)
  15. Ajax hoopt spelers van Haarlem door te verhuren დაარქივებული 2014-03-17 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)
  16. Manucharyan naar AGOVV დაარქივებული 2010-04-27 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)
  17. FC Volendam — AGOVV 0:1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  18. AGOVV Apeldoorn — Excelsior 4:2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  19. Ajax en Manucharyan uit elkaar. Ajax.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  20. Ajax en Manucharyan nemen na vijf jaar afscheid. Vi.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  21. Манучарян подписал полугодичный контракт с «Пюником». Armfootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  22. Сколько заплатили за Эдгара Манучаряна?. Armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  23. Определенности насчёт Манучаряна пока нет. Armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  24. Эдгар Манучарян заключил контракт с «Пюником». Armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 14.08.2011.
  25. Эдгар Манучарян отдан в аренду «Уралу». Armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.02.2012. ციტირების თარიღი: 13.08.2011.
  26. Эдгаг Манучарян внесен в заявку «Урала» на Supra-Первенство ФНЛ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  27. hy:Էդգար Մանուչարյանը՝ դուբլի հեղինակ hy. sport.news.am. ციტირების თარიღი: 1 April 2013.
  28. «УРАЛ» ПОКИДАЮТ ЧЕТЫРЕ ФУТБОЛИСТА. FC Ural Yekaterinburg (28 May 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2018.