ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედა მუსოლინი (იტალ.: Edda Mussolini; ქორწინებაში ჩიანო (იტალ. Ciano); 1 სექტემბერი, 1910, ფორლი, იტალია — 9 აპრილი, 1995, რომი, იტალია) — იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის უფროსი ქალიშვილი. მისი ქმარი გალეაცო ჩიანო გახლდათ მუსოლინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ედა მუსოლინი
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი 1910
ფორლი, ემილია-რომანია, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი1995
რომი იტალია
მოქალაქეობა

იტალიის სამეფო

იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) გალეაცო ჩიანო
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: ბენიტო მუსოლინი
დედა: რაკელე მუსოლინი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედა დაიბადა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ფორლიში. მისი მშობლები ბენიტო მუსოლინი და რაკელე გუიდი მისი დაბადებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 1922 წელს მისი მამა იტალიის პრემიერ მინისტრი გახდა. 1925 წელს ედა დედასთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად კარპენიაში გადავიდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ —მამასთან საცხოვრებლად რომში. ბავშვობაში გამოირჩეოდა ჯიუტი და დამოუკიდებელი ხასიათით.

1930 წლის 24 აპრილს იგი ცოლად გაჰყვა მუსოლინის ერთ-ერთ მხარდამჭერ გალეაცო ჩიანოს და გახდა გრაფინია ედა ჩიანო. როდესაც ედას მეუღლე შანხაიში დაინიშნა კონსულად, იგი მასთან ერთად ცხოვრობდა ჩინეთში, სადაც 1931 წლის 1 ოქტომბერს ვაჟი შეეძინა.

1939 წლის ივლისში იგი გამოჩნდა ჟურნალ Time-ის გარეკანზე, რომელშიც მის შესახებ სტატიას ერქვა "ლედი აქსისი".[1] ერთ-ერთი ვერსიით, ჰერმან გერინგმა 1938 წელს ქალიშვილს სახელი ედა ედა მუსოლინის პატივსაცემად დაარქვა.[2][3]

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ედა მუსოლინი სან -პაულოში (ბრაზილია) ვიზიტის დროს, 1939 წ.

1941-1943 წლებში ედა წითელ ჯვარში მოწყალების და იყო.[4]

იტალიის შეიარაღებული ძალების მთელი რიგი მძიმე მარცხისა და მოკავშირეთა ძალების იტალიის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, შიდა ოპოზიციამ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დინო გრანდის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა მუსოლინის დამხობა. მას შეუერთდა ედას ქმარი გალეაცო ჩიანო, რომელმაც 1943 წლის 25 ივლისს, დიდი ფაშისტური საბჭოს სხდომაზე მუსოლინის გადაყენების მოთხოვნით, უმრავლესობასთან ერთად ხმა მისცა სიმამრის წინააღმდეგ. თუმცა, როდესაცმუსოლინი ციხიდან გერმანელებმა გაათავისუფლეს და ჩრდილოეთ იტალიაში სალოს მარიონეტული რესპუბლიკა დააარსა, ჩიანო მას შეუერთდა. [5]

 
ჩინეთი, 1931 წ. ედა მუსოლინი (შუაში)

ედა ცდილობდა გამოეყენებინა თავისი გავლენა და თავშესაფარის ძებნა დაიწყო საზღვარგარეთ, მაგრამ ჩიანოს მეგობრებმა ვატიკანში (ჩიანო ვატიკანის ელჩი გახლდათ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაკარგა) უარი უთხრეს დახმარებაზე. ედა ბოლოს გერმანიაში გაიქცა, მაგრამ გერმანელებმა დააკავეს და ქალაქ ვერონაში იტალიის სოციალური რესპუბლიკის ხელისუფლებას გადასცეს.

ჩიანოს ხმა ფაშისტური დიდი საბჭოს გადამწყვეტ სხდომაზე მუსოლინის წინააღმდეგ პარტიაში მისი მტრების მიერ მიჩნეული იქნა ღალატის სერიოზულ ფაქტად. საჯარო სასამართლო პროცესის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს დასასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. გაურკვეველია, მუსოლინის არ შეეძლო თუ არ სურდა თავისი სიძის დაცვა, მაგრამ მას ამის გაკეთება არ უცდია. ედამ, მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, მამაზე ვერ მოახდინა გავლენა. ჩიანო დახვრიტეს 1944 წლის 11 იანვარს.

ცხოვრება ომის შემდეგ

რედაქტირება
 
ედა ჩიანოs პორტრეტი ჟურნალ Time-ის გარეკანზე, 1939 წ.

ქმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ედა გლეხის ქალის სამოსით შვეიცარიაში გაიქცა. მას თან ჰქონდა ჩიანოს დღიურები ომის შესახებ და სწორედ მან გადასცა ისინი ამერიკელებს. დღიურების საშუალებით გამოვლინდა მეორე მსოფლიო ომში იტალიის ფაშისტური რეჟიმის მონაწილეობის მრავალი დეტალი. ჩიანოს დღიურები პოლიტიკურ ხასიათის ატარებს და ძალიან ცოტა ინფორმაციას შეიცავს ავტორის პირად ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.[6][7]

იტალიაში შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, ედა დააკავეს კუნძულ ლიპარიზე. 1945 წლის 20 დეკემბერს მას მიუსაჯეს ორწლიანი გადასახლება ამ კუნძულზე ფაშისტებისთვის დახმარების გაწევის გამო. თუმცა, თავად ამას არასოდეს აღიარებდა. ომის შემდეგ მას რომანიც კი ჰქონდა კომუნისტური მოძრაობის მოღვაწესთან.

მისი ავტობიოგრაფია La Mia Vita გამოიცა 1975 წელს. ედა გარდაიცვალა რომში 1995 წელს.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

1939 წლის ივნისში ალბანეთში იტალიის შეჭრის შემდეგ ქალაქ სარანდას მის პატივსაცემად ეწოდა პორტო ედა. ჟურნალმა Time იტყობინებოდა, რომ ჰერმან გერინგის ქალიშვილს მისი სახელი ედა დაარქვეს. ედა მუსოლინის ცხოვრებაზე გადაიღეს რამდენიმე ფილმი, მათ შორის სატელევიზიო ფილმი „მუსოლინი და მე“ რომელშიც მონაწილეობს სუზან სარანდონი. 2011 წელს იტალიელმა რეჟისორებმა გადაიღეს მხატვრული ფილმი „ედა ჩიანო და კომუნისტი“ ("Edda Ciano e il comunista").<ref>"Mussolini's Daughter's Affair with Communist Revealed in Love Letters". The Telegraph. London. 17 April 2009. Retrieved 20 January 2010.

ჯილდოები

რედაქტირება
  • ვერცხლის მედალი სამხედრო მამაცობისთვის

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bosworth, R.J.B. (2002). Mussolini, Hodder Arnold ISBN 0-340-73144-3
  • Ciano, Fabrizio (1991). Quando il nonno fece fucilare papà ("When Grandpa had Daddy Shot") Milano: Mondadori
  • Ciano, Galeazzo (1948). Ciano's Diplomatic Papers: being a record of nearly 200 conversations held during the years 1936-42 with Hitler, Mussolini, Franco; together with important memoranda, letters, telegrams etc.; edited by Malcolm Muggeridge; translated by Stuart Hood; London: Odhams Press
  • Ciano, Galeazzo (2000). The Ciano Diaries 1939-1943: The Complete, Unabridged Diaries of Count Galeazzo Ciano, Italian Minister of Foreign Affairs, 1936-1943 ISBN 1-931313-74-1
  • Malaparte, Curzio, Kaputt: After he wrote 'The Technique of Coup d'Etat', Malaparte was jailed by the fascist regime. He was freed on the personal intervention of Count Galeazzo Ciano. In 'Kaputt' Malaparte refers to Count Ciano and his wife Edda. Like Edda Ciano, Malaparte spent time in forced exile on the island of Lipari.
  • Moseley, Ray (1999). Mussolini's Shadow: The Double Life of Count Galeazzo Ciano Yale University Press ISBN 0-300-07917-6
  • Ridley, Jasper (1997). Mussolini, St. Martins Press
  • Mussolini, Rachele (1974). Mussolini: An Intimate Biography by His Widow (as told to Albert Zarca). New York: William Morrow. pp. 291. ISBN 0-688-00266-8
  1. Edda Ciano. Time. 24 July 1939. cover. Archived from the original on 14 June 2007.
  2. "Lady of the Axis". Time. 24 July 1939. Archived from the original on 13 September 2012. Herr & Frau Göring became her fast friends (they later named their daughter after her).
  3. http://www.treccani.it/enciclopedia/edda-mussolini_%28Dizionario-Biografico%29 (იტალ.)
  4. Mussolini/Zarca, Mussolini, p. 86
  5. Akten des RFSS, Filmrolle 33, bei Höhne, S. 129, Anmerkung 21 auf Seite 549
  6. James H. Walters. (2006). Scoop: How the Ciano Diary Was Smuggled From Rome to Chicago Where It Made Worldwide News. Booksurge. ISBN 978-1-4196-3639-4.
  7. McGaw Smyth, Howard (1969)The Ciano Papers.Rose Garden Central Intelligence Agency. Archived from the original On April 2008 Retrieved 23 April 2008 Detailed CIA history of the events leading up to the Count's death and Edda's flight to Switzerland
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედა_მუსოლინი“-დან